სიყვარულის ელეგია
პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მკონდა... სიყვარულის გარდა.
ჩემს დახტულ უცხო რაინდს რა მაცდურად გავდა,
ყველაფერი ამისრულდა... ოცნებების გარდა.
ვაი, ჩემი სიხარული როგორ გადაგვარდა,
ყველაფერი დამეკარგა... ტკივილების გარდა.
ახლა ისევ წვიმა მღერის ჩემს დახურულ კართან,
ყველაფერი დაბრუნდება... იმ სიზმრების გარდა.
პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მქონდა... სიყვარულის გარდა.
დედა
ბავშვობა კვდება დედასთან ერთად...
ღმერთო, გამხადე
მარადიული ბავშვობის ღირსი –
მიცოცხლე დედა!...
ზღვა
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე გელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
ზღვას სიმშვიდე ეცვა,
ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
ღამის ფრთებიც ზღვაში ჩაიკეცა.
ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
დავემალეთ ეჭვებს,
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
ჩვენ ხელებში ჩაეძინათ კენჭებს...
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე მელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.
შენ ხარ უფალი ჩემი
მთელი სიცოცხლე გეძებ
და გზას მოვყვები შენსას,
შენი სინათლით სავსეს
ძეცას თვალებით შევსვამ.
შენ ხარ მოძღვარი – გისმენ,
ხარ მეგობარი ჩემი,
ჩემი ცოდვილი სულის
და ტრფობის გადამრჩენი.
გემორჩილები სრულიად
ლოცვით მოვიკვლევ გზა-კვალს,
შენი სიკეთით ვძლიე
ბნელში გახვეულ მზაკვარს.
ნაბიჯებს შიშით ვადგამ,
ფრენის სწავლაშიც მშველი,
ბედნიერი ვარ, რადგან
შენ ხარ უფალი ჩემი.
ნაადრევი გაზაფხული
რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ხეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.
აუტირდება ხმალდაკრული ძუძუ ამორძალს,
შემობრუნდება ზამთარი,
როგორც მერანზე ამპარტავნად ამხედრებული
თეთრჩოხიანი ნათავადარი...
გაგეყინებათ სიხარული და ყვავილები
გაგიფრინდებათ ცრემლებად
და გულკეთილი სიზმრებიდან დაბადებული
ნატვრის ხეები მოიცელება...
რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ზეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.
შვილს, რომელიც ოდესმე მეყოლება
რადგან ოდესმე უნდა მოხვიდე,
აუცილებლად სადმე იქნები,
გეალერსება გაუკვალავ ზეცის გადაღმა
გაუმხელელი ჩემი ფიქრები.
შენ ახლა ალბათ ზეცაში ცხოვრობ
და ზოგჯერ მაინც დაგესიზმრება,
როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე
მტვრით, ხმაურით, ლექსით, ,,იზმებით’’.
შენ ალბათ ისე ხარ გამჭვირვალე,
როგორც სიკეთე... ანდა ტეხური,
წელს არ აყვავდა ნეკისხელა ჩვენი ტირიფი –
ახლა წელში გადატეხილი.
მე შენს სახელზე დავრგავ ყვავილებს
და ზამთრის პირზე მათთვის ვიტირებ
და ამოვხედავ შენს საუფლოს ჩუმი ნაღველით –
ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას...
ალბათ მთელ დღე დაბიხარ ცაზე,
არ ჩამოგიცდეს ღრუბელზე ფეხი,
არ მოგამსხვრიოს ანგელოზის პაწია ფრთები
ბრაზიანმა ბებერმა მეხმა.
არ შეგაშინოს მიწის სიშორემ
და ღამეებმა თეთრმა და მკაცრმა,
ახლა მსუბუქად და კეთილად გიბრწყინავს ყელზე
წვიმის წვეთის წკრიალა აცმა,
მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ,
როგორც სიცოცხლე, მზე და ლექსები,
ახლა შენ გამო მეშინია გამოუცნობი
ბედისწერის და ექსცესების.
მიმიხარია სიზმრის ბუდეში,
რომ დაგიკოცნო თოთო თითები...
ჩემს სასთუმელთან წევს ზღაპარი, როგორც ნუგეში...
მოლოდინით თვლემენ მითები.
* * *
ნუ დაიძინებთ დახუჭული თვალებით,
თორემ,
იქნებ ისეთი სიზმარი ნახოთ, --
თვალის გახელა აღარს მოგინდეთ.
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
სალომეს
თვალებმა ფოფინამ სინათლე მომფინა –
ვარსკვლავთა ყვავილებს მესვრის,
სალომე – ჩემი სიცოცხლის საზომი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
მოვიდა იმედად და ნამი მაპკურა,
ხელახლა გაცოცხლდა დაღლილი ფესვი,
სალომე – ჩემი უტკბესი სიმღერა
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
თაკარა ზაფხული ხელებში მადნება,
დრო აღარ მეყოფა თესვის,
სალომე – ჩემი სიკეთის ნაყოფი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
სიზმარმა მაჩუქა ზღაპრული ფერია
ზურმუხტი თვალების კვესით,
სალომე – ჩემი სუნთქვა და სინათლე,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
,,ნონ დოლეტ’’
ნერონმა თვითმკვლელობა მიუსაჯა ერთ კაცს, რომელსაც სიკვდილის ძალიან ეშინოდა. მას ეშაფოტზე თან ჰყავდა მეუღლე არია, რომელსაც ქმარი საოცრად უყვარდა. ქალმა მის გასამხნევებლად პირველმა დაირტყა დანა და ღიმილით უთხრა - ,,არ მტკივა...’’ - ,,ნონ დოლეტ!’’
მშურს შენი ბედის, არია, -
სიკვდილი ჩიტივით აჩუქე ქმარს,
მსუბუქად მთავრდება სიცოცხლის არია,
ღამეა. ღრუბელი ვარსკვლავებს ნთქავს.
მშურს შენი ძალისა, არია –
სიყვარულს ხმამაღლა უმტკიცებ ბრბოს,
აწ შენი ხომალდი მსუბუქი ქარია
და ცაში მიჰყვება სიზმრების ბოლს.
მშურს შენი ძალისა, არია –
,,ნონ დოლეტ!’’ – ამბობ და ამხნევებ მას,
ვინც თავსაც გერჩია, ვინც შენი ქმარია
და უკვე უფერო უცნობი რთავს...
მშურს შენი ძალისა, არია!...
თეთრი ლეკვი
ელვამ გააწნა სილა უკუნეთს -
ღრუბლები მიწას ეკვრიან...
ეს სახლის ძირას წვიმა სლუკუნებს,
თუ უპატრონო გაწუწული თეთრი ლეკვია?!
ღამე უმზეო და შემზარავი
მიჭერს სიცივის მარწუხებს,
ახლა არ მახსოვს ქვეყნად არავინ,
მე გაწუწლი თეთრი ლეკვის ბედი მაწუხებს.
* * *
ვის ერიდებით, ასე ვის უფრთხით,
საგულდაგულოდ ვის უმალავთ
იმ ცისფერ სიტყვას,
რომელსაც თბილი პურის გემო აქვს,
როდესაც გშია...
,,მიყვარხარ” – აი, ეს ჯადო სიტყვა,
ღვთის მოციქული უფსკერო ცაში...
ხშირად თქვით, რადგან ამაზე ლამაზს
ღმერთებისა და ზეკაცების დასაპურებლად
რომც მოინდომოთ,
ვეღარაფერს გამოიგონებთ.
მოულოდნელი წვიმა
იმ დღეს ქუჩაში არ იყო ტევა
(როგორც ყოველთვის, არ იყო ტევა)
და ზეცა – ჯერაც შეუკმრთალი შიშველი ევა,
იყო უღრუბლო და მშვენიერი...
მე მონატრებამ ჩამასო ბრჭყალი
(როგორც ყოველთვის, ნალესი ბრჭყალი),
არ იყო არსად სანუგეშოდ ცრემლი და წყალი,
გზა იყო შორი და მშვენიერი...
შენ მახსენებდი სევდიან ამბავს
(როგორც ყოველთვის, სევდიან ამბავს),
ტანზე გადნობდა სიცხიანი ივლისი კაბას...
პატრონს ეძებდა ლეკვი მშიერი.
გზა გადაგვიჭრა უცნობმა კაცმა
(როგორც ყოველთვის, უცნობმა კაცმა),
მძივად მოგვართვა ვარდისფერი სიზმრების აცმა –
უცებ გაცოცხლდა შენი იელი.
იმ დღეს ქუჩაში არ იყო ტევა
(როგორც ყოველთვის, არ იყო ტევა)
და ზეცა – ჯერაც შეუკმრთალი შიშველი ევა,
იყო უღრუბლო და მშვენიერი...
XX საუკუნე
უეცრად ბიძგმა შემატორტმანა
და მოვეფერე შიშისგან კედელს,
მაგრამ ვიცოდი, ვერ დამიცავდა
თხელი კედელი გაოცებისგან
როგორც შიშველი, სველი ხეები
უცებ მოსული დიდი წვიმისგან.
ძალზე მიკვირდა, რამ შემაშფოთა
უმიზეზოდ და უმისამართოდ...
კედელთან მდგარი იმ ველურს ვგავდი,
მოულოდნელად მამონტს რომ შეხვდა,
ერთი წამით რომ გაივლო გულში
ცაში გაფრენა. ფრთა მოისინჯა
და...
მტირალი ამური
მე დავსეირნობ
ახლა ღრუბლის თეთრი ეტლებით
და უვე მინდა
დავივიწყო ყველა ნაცნობი –
მხოლოდ თქვენ ერთი
არ მემეტებით...
მოგონებები
ძვირფასია და უამური,
ფანჯრის რაფაზე
დამხობილი ტირის ამური.
უფლისადმი
უფალო, რადგან დიდ სიცოცხლეზე
ფიქრი შენით და შენს გამო მოხდა,
აღმიხვენ თვალი, მომეც სადგური
ლექსით მოვედი შენ ღვთიურ ქოხთან,
ოდით მიყვარდი და არ ვიცოდი
შენთვის გალობა ვით გამებედა,
ერთადერთი ხარ ცოდვის გარეშე,
გვიხსენ ცოდვები თუ გაგვიბევრდა;
ვიცი შენდობა შენი წესია,
ილტვის მზისაკენ სული – პეპელა,
წყარო სიკეთის შენით ავსილა,
ყვავილიც შენმა ხელმა შეფერა.
ალბათ ცაშია სიტყვის აკვანი,
ლექსის სტრიქონიც ცაში ირწევა,
ელის მშიერი სული სასწაულს,
ნეტარი წუთი შენით იწყება...
სანთლის სიკვდილი
ტირის სანთელი –
ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
კვნესის სანთელი –
უთქმელობის დარდი აწამებს...
ბოლოს რომ ვეღარ
აიტანა ტანჯვა ამდენი, --
ჩამოიღვენთა,
ჩამოდნა და ...
მოკვდა სანთელი.
ნაბული
ო, ნადირობის კეთილო ღმერთო, შენ გამითენე,
წვივმაღალ ლექსზე სანადირო კარგი ტაროსი.
გამაბედვინე ირმის ნაფრენის ტოლი ნახტომი
და გამაოცე სიზმრის ახდომით,
ნანადირევით ავსებულა ხონჩა მეფური,
მე ამ ნადავლში წილი არ მიდევს
და ველოდები სულგანაბულ მუხლმაგარ ლექსზე
სანადირო მზიან ამინდებს.
საშემოდგომო სარეცხი
გაუთოებულ დღეებს ვკეცავ და
მოგონების სკივრში ვალაგებ.
ახლა ყოველდღე მაცვია ტანზე
გახუნებული და დაჭმუჭნული
ოქტომბრის დილა,
მაინც ფერადი და საყვარელი...
აუტანელი ხდება თანდათან
შემჭკნარი ხავსი
და ხეების გამხდარი ლანდი
ჩაშავებული ყვავების ჩრდილით.
საშემოდგომო სარეცხს ვაგროვებ
და მიმაქვს დიდი მდინარის პირას.
მოუჩანს მკერდი ავსებულ მთვარეს
აფუებული ღრუბლის ქაფიდან...
ლალისფერ წყალში გავავლებ ფრთხილად
ცისკრებს, აისებს და თეთრ ღამეებს...
გაუთოებულ დღეებს ვკეცავ და
მოგონების სკივრში ვალაგებ.
სიზმრის პრემიერა
თეთრი ბალიში ფართო ეკრანზე
ყველა საკუთარ სიზმარს უყურებს,
ხან გულუბრყვილოდ გვეღიმება,
ხანაც ცრემლებში ვაცურავებთ
პატივცემულ მაესტრო ჰიპნოსს.
მულტისიზმრების და
ჯადოსნური ზღაპრის ლოდინში
ვამსხვრევთ ღამეებს;
სერიოზული და რეალისტი რეჟისორი კი
რახანია მხოლოდ და მხოლოდ
დოკუმენტურ სიზმრებს მთავაზობს
და დღე გრძელდება ძილის გარეშე –
ისევ თათბირზე ვზივარ ანდა,
ვერ მივუსწარი მატარებელს მეტროს ხახაში...
მოგონებების მტკივნეული ლაშქრობის შემდეგ
ჩემში იღვიძეს ხუთი წლის ბავშვი,
ვარ უსასრულოდ ბედნიერი – დღენდე შემორჩა
ჩემი პირველი სიზმრების გემო:
მე ვარ კურდღელი, მომსდევენ მგლები
და შიშით ვახელ ცრემლიან თვალებს
გადარჩა ჩემი თეთრი ბაჭია
და მოთმინებით უცდიან მგლები ჩემ დაძინებას.
რეჟისორია ჭირვეული მეხსიერება,
რომელმაც კენკა წიწილივით
სიზმრის მარცვლები და გაიზარდა.
ახლა მე ვღელავ, რადგან სულ მალე
გამოგიგზავნით ცისფერ ბარათებს.
სადაც წერია: პატივცემულო მეგობრებო!
გთხოვთ, მეწვიეთ ჩემი
სიზმრების პრემიერაზე.
სახლში დატოვეთ მოხრილი მხრები,
ჭაღარა თმა და ნაოჭები,
ამ ფილმზე მხოლოდ
16 წლამდე დაიშვებიან!...
ნარგიზა
თოვლის თეთრი თითებით მაგნოლიას მაგონებ,
ცივი ბრილიანტებით მოთმინებას მორთავენ,
მე სულ გემუდარები, სევდით ნუ მოირთვები,
ნუ იქნები მუდამ მწუხარების მოტივე.
რომ სიმართლე ვამხილო – უნდა ვიყო თემიდა,
მზე თვალებში აყვავდა, ეგებ წვიმა დაიწყოს,
კვლავ სიკეთის თავდებად მომევლინა ჩემი და
და სიმშვიდე მოჰყვა ჩემს ვარდისფერ დაიკოს.
კაკტუსი
აყვავდები ოდესმე, ეკლიანო სულო!..
სილამაზე შენი არავისას არ გავს...
ჩქარა, თორემ ხედავ? მეტიჩარა სურო
გარდაცვლილი ხეების საკაბეებს ქარგავს.
მაგ ველური სინაზით შენ არავინ არ გგავს,
შესაფერის მინდორს რა ამაოდ ვეძებ!
საყვავილე კვირტს უდარდელად კარგავ,
ეკლის გვირგვინს ჩვეული უტკივილოდ ვერ ძლებ.
შესაფერის სასახლეს რა ამაოდ ვეძებ –
ჩქარა თორემ მოვა არამკითხე სურო,
დაუცხრებათ სისხლი რქადამსხვრეულ ვერძებს
დაიცლება სურვილის ჯადოსნური სურა.
საყვავილე სურვილებს უდარდელად კარგად...
ჩქარა, თორემ ხედავ? მეტიჩარა სურო
გარდაცვლილი ხეების საკაბეებს ქარგავს
აყვავდები ოდესმე ეკლიანო სურო?..
ბარათი ზღვაზე
მონატრება მზის გულივით,
ქვიშა გითბობს გაციებულ წვივებს,
გამოგიტყდე - მრცხვენია,
ჩუმად ვნატრობ ზღვის ნაპირზე წვიმებს...
ჩემთან მზეა დილის თეთრი ირისით
და შენამდე არ მოვუშვებ ამ მზეს
(გელოდება თბილისი....),
ვეჭვიანობ ცისფერთვალა მზეზე.
მონატრება მზის გულივით ცხელია
ქვიშა გითბობს გაციებულ წვივებს,
გამოგიტყდე - მრცხვენია,
ჩუმად ვნატრობ ზღვის ნაპირზე წვიმებს...
* * *
თუკი ყველაფერს
დაარქმევ სახელს,
როგორღა გითხრათ -
ამ ლამაზი სევდის მიზეზი
უსახელო დარდია-მეთქი?
ჩაძირული ხომალდი
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
მოკირწყლულია კაიუტა ცისფერი ქვიშით,
შუაღამისას თვალს ახელს შიში
და სიზმრად ვხედავ: დიდ დარბაზში უკრავენ გერშვინს.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დამხრჩვალა გემი - დედაჩემი და უხმოდ ვბღავი,
მე ფსკერზე ვმარხავ ვარსკვლავებს ღამით,
თვალღიას მძინავს, როგორც შიმშილს გამაძღარ მგელში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
მედუზასავით უფეროა უცეცხლო მაჯა,
ნეტავი რისთვის დავეძებ მარჯანს,
შემზარავია გემის გვამი და მთვარის ლეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დედინაცვალი მდიდარია და თანაც ძუნწი,
ცასთან შემწყვიტა იმედის ყუნწი,
მოულოდნელად მოღალატე რომ იცნო გერში...
დავიბადე ჩაძირულ გემში;
გადაეჩვია თვალი მზეს და სიარულს ტერფი,
მივეფერები მოწყენილ დელფინს
და მონატრება ისტერიკად გროვდება ჩემში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ნეტავ სხეული სულთან ერთად რამდენხანს ვგვემო,
რომ გადრაცვლილი სიმღერის გემო
ჩავაქრო ერთხელ ჩემს დაწყევლილ ჯიშში და გენში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დავიბადე ჩაძირულ გემში;
შეყვარებული ლოკოლინები
ერთ ნიჟარაში ვერ ეტევიან
შეყვარებული ლოკოკინები,
სტუმრად არავის არ პარიჟებენ
და პაემანზეც
სახლთან ერთად დაბრძანდებიან...
ჩვენს ლოკოკინებს გამოვემსგავსეთ:
ერთ ნიჟარაში ვერ დავეტიეთ.
ქართული ენა
სუფთა, როგორც ცის ემბაზში
მოცურავე ფანტელები,
სიკვდილამდე დაუთმობი
მუდამ მეჭრუანტელები.
შენი სუნთქვით ავსებულა
ზღაპრები და ანდაზები,
შენ გმორჩილებ, შენ გლოცულობ,
შენ ერთს გეფიანდაზები.
შენით ითქმის, რაც არ თქმულა.
ამად ვბრძენობ, ამად ვტკბები,
შენით მცივა, შენით მტკივა
და შენ მეანდამატები.
შენ ერთს განდობ გულს და თვალებს
სათნოსა და ამოდ კეთილს,
შენ ამოხსნი ამოუხსნელს
ცხრაკლუტულშიც გამოკეტილს.
შენი შუქით ავსებულა
ოდა, კოშკი და ნალია,
შარავანდი რასაც ადგას
შენი ნამირონალია.
კაბადონზე შემოქმედმა
შენზე მნათი რა მიანთოს,
ცეცხლში გძინავს და იღვიძებ,
ვით უკვდავი ამიანტოს...
სუფთა, როგორც ცის ემბაზში
მოცურავე ფანტელები,
სიკვდილამდე დაუთმობი
მუდამ მეჟრუანტელები
წრე
მოულოდნელად შემომეფარე
და იმ სალამზე,
ლოდივით რომ დამიგდე გზაზე -
წავიბორძიკე.
არ დაგავიწყდეს, მეგობარო,
სახლში იმ გზით უნდა დაბრუნდე.
შეყვარებული მზე
მზე უკვე ხეებს
სიყვარულს უხსნის,
თან ფრთხილად უხსნის
ამწვანებულ კაბაზე ღილებს...
მოუჩანთ ხეებს
შიშველი მკერდი,
რომელსაც უკვე
სიზმარივით აჩნია კერტი.
მზით და რძით ნელა
მაღლდება ტანი,
მზის და რძის ცხელი
სურნელებით ივსება კვირტი,
და კენტად რჩება
მარტოდენ ჩრდილი,
რომელსაც წყვილად
მოფარფატე პეპელა ხატავს.
,,ხვალ აღარ იქნება თოვლი”
ხვალ სევდა ჩრდილივით მფრთხალი
აკეცავს უქარო, უჩინარ აფრებს...
იმედმა აუხილა თვალი
შენი მზით დაბრმავებულ თვალებს,
,,ხვალ აღარ იქნება თოვლი”
გაყინულ ტუჩებით ჩურჩულით ამბობ
და უცებ მოინატრებ თრთოლვით
სიზმრიდან გამოყოლილ ამბორს.
ხვალ ფიფქი აცეკვებს ზამთარს,
მოწყენილ და ცისფერ სევდიან ვალსებს,
შორი გზის დაუკეტავ კართან
მელი და ჟრუანტელით მავსებ.
ხვალ სევდა ჩრდილივით მფრთხალი
აკეცავს უქარო, უჩინარ აფრებს...
იმედმა აუხილა თვალი
შენი მზით დაბრმავებულ ზღაპარს.
ნამდვილი მხატვარი
ლევიკო მხატვარს თოთო თითებით
ლევიკო თავის დეიდას ხატავს.
თავი გაბერილ წითელ ბურთს მიგავს,
თმა კი წვიმის ჩხირს, ტუჩები - მთვარეს,
თვალები ორი წითელი მზეა
და ,,ხამხამები” წამწამის ნაცვლად,
ფეხები არ მაქვს, სამაგიეროდ
ზუსტად ყურებთან მიხატავს ხელებს,
რომელიც ქარში მომსხვრეულ ფრთებს გავს.
ნახატი ყველას ძალიან ართობს -
იცინიან და ჩუმად მიმზერენ
და არ იციან, რომ ასე ზუსტად
მე ვერასოდეს ვერვინ დამხატავს.
მეორე ნაპირი
როცა მოვიწყენ თქვენი ხმაურით -
ჩუმად გშორდებით
და ქურდულათ მივიპარები
ცის სამოთხეში -
ჩემს მშვენიერ სიმარტოვეში.
საზაფხულო ტირადა
გაზაფხულია. მარტო მე ვარ უსამკაულოდ,
არ შეგშურდეთ აყვავებული ჩემი თმა და,
არც გაფოთლილი ჩემი ღიმილი.
მე მესიზმრება კვირტები და ჩვილი ბალახი
ჯერ ტუჩზე რძეც რომ არ შეშრობიათ:
ჩიტები ზეცას ფრთებს ატოლებენ
და ჟღურტულებენ.
- თქვენ ხო მარ იცით, ის სიხარული,
მე რომ სახლში არ შემოვუშვი, ვისთან წავიდა?!
ვეძახი ჩიტებს, მაგრამ სიტყვები
კენჭებივით მიწაზე ცვივა. ჩიტები კი ცაში არიან.
მერე მზე ამოდის, უმიზეზოდ ვუცინი მზეს და
იმ სიხარულის გზას ვეკითხები
ერთხელ კარზე რომ მომიკაკუნა
და გავიტრუნე, თითქის სახლში არავინ იყო ...
უ, სიხარულო, ნებიერო!
შენ ისეთი ხარ,
ვისი ფერებაც მე ვერ ვისწავლე
და დობილელბში შენი მსგავსი არ მირევია...
- თქვენ ხომ არ იცით, ის სიხარული
მე რომ სახლში არ შემოვუშვი,
ვისთან წავიდა!...
მაისის სიზმარი
ბრინჯაოსფერ მოლოდინს დასასრული ექნება:
გავიღვიძებ მალე,
არ გათენდეს ასე უცებ ეგება -
მზის ძახილზე ნუ გაახელ ცის ავსებულ თვალებს.
გაიმეტე ჩემთვის შენეული ეკლები,
მომანატრე გლოვა,
სიზმარივით შენ სუნთქვას ავეკვრები
და სიმშვიდე წვიმასავით წვიმისფერი მოვა.
გაგიტყუებს ზეცაში გვირილების მირაჟი,
მზა იქნება შორი,
ატირდება ცის გაბზარულ მინაში
მეოცნებე ორი ბავშვი, საოცრება ორი.
ბრინჯაოსფერ მოლოდინს დასასრული ექნება:
გავიღვიძებ მალე,
არ გათენდეს ასე უცებ ეგება:
მზის ძახილზე ნუ გაახელ ცის ავსებულ თვალებს.
ღამე ხიდზე
ღამეს შევხვდი ხიდზე, ვარსკვლავები წყალში
ჯეჯილივით აყვავდა,
მეგობარი უცაბედად გაქრა, -
ქვეყანაზე აღარც მტერი არ მყავდა.
გაიმართა ხიდზე ოცნებათა, უკვე
გარდაცვლილთა მარულა,
სინანულით მოვიწმინდე ცრემლი
მხიარული ვარსკვლავების მალულად.
ვიღაც ჩუმად მიხმობდა, ცას მიჰქონდა ქარში
ერთადერთი სამხილი,
ელვასავით ამიყვავდა ტუჩზე
სანატრელი, დაკარგული სახელი.
შიშინებდა ჩუმად ამოსული ზღვიდან
უფერული არავი...
დავრჩი მარტო და გაყინულ სურვილს
არ მითბობდა, არ მითბობდა არვინ.
ზეცით მთვრალნი
ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით -
გვიმასპინძლა ზეცამ,
ვარსკვლავები გაბაცდა -
მე მზისფერ აბრეშუმი მეცვა.
შენი მხრები ჩემთვის იყო ნაბადი,
ნამს მასმევდი პეშვით,
დაღლილ თვალებს ვნაბავდი,
ავგაროზად მქონდა ღამის ეშვი.
მივყვებოდით სადღაც ირმის ნაკვალევს,
გვაცილებდა მთვარე,
ცის გაცრეცილ აკვარელს
ვარიდებდით შეშფოთებულ თვალებს.
განთიანდზე მასპინძელი განაზდა -
ცა ღრუბლებში მიწვა,
გამახსენდა ანდაზად,
რომ სრულებით დამავიწყდა მიწა...
ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით...
სიყავრულს არა აქვს საზღვარი
სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
სიყვარულს არა აქვს სასრული
ეს მისით სულდგმულობს ამ ქვეყნად
მოზარდიც, მოხუციც - ზრდასრულიც.
სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
სიყვარულს არა აქვს სასრული
და მხოლოდ მისი შეწევნით
ვერა გძლევს სიკვდილი ავსული.
სიყვარულს ჰყავს მუდმივ მეგზურად
იმედი - ერთგული გადია,
იმედი ფრთებია, რომლითაც
სამყაროს გარეთაც გადიან...
მისია გული და გონება,
მისია აწმყოც და წარსულიც,
ღვთიური ნიშანი - სიკეთე
აქვს შუბლზე მირონად წასმული.
სიყავრულს ამ ქვეყნად ერთადერთს
აქვს წონა, აქვს აზრი, აქვს ფასი,
სიშმაგე - იმისი პროფილი,
სიმშვიდე - იმის ანფასი.
სიყვარულს არ აქვს საზღვარი,
სიყვარულს არ აქვს სასრული
ეს მისით სულდგმულობს ამ ქვეყნად
მოზარდიც, მოხუციც - ზრდასრულიც.
სევდა ერთი ბეწვია
სევდა ერთი ბეწვია, როგორც ჩიტი მზეწვია,
მსუბუქია სევდა - თეთრი გედის ბუმბული,
მზემაც ცისკრის სიმღერა ისე ჩააბულბულა
რომ სინათლე გზაზე უცებ წამომეწია.
ქარიც უმალ მოფრინდა სიფრიფანა სამოსით,
ჩათვლემილი სევდა სურდა გადაეწია,
დროს კი თურმე ისრები უკან გადაეწია
და მეწვია სითბო ნაცნობი საღამოსი.
მზე ყინულის სარკე ყველგან ჩაულეწია
და სარკეში ჩანან ცისარტყელის ფერები,
ამიყვავდა სიმღერა, რადგან მზე მეფერება
და ცისკარზე ერტად ვმღერით მე და მზეწვია.
ქართველობა დამილოცონ
მინდა შენთვის ვიექიმო,
ვიპოეტო, ვიქვამთლელო,
მინდა დედა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
შენს მზეს სხივად შევემატო,
შენს ხატებთან ვისანთელო,
მინდა მამა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
მინდა ფუძე გაგიმაგრო,
ყველა ბზარი გაგიმთელო,
ქართველობა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
სანამ დედა ცოცხალია
მერე მუდამ გვიანია,
ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
სიყვარულს ნუ დაამადლით,
თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
მანამადე გვაქვს ფრენის ნიჭი,
ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, -
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
თუ ბავშვობა გენანებათ,
ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს.
დედის თვალთა კეთილ ზღვაში
სარკესავით ხშირათ ჩაიხედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს...
თორემ მერე გვიანია
სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
სევდავ ჩემო ქალბატონო...
ვხედავ ჩენო ქალბატონო,
რას მიბრძანებ ამჯერად?
რახანია დუმხარ, მაგრამ
მაგ დუმილის არ მჯერა.
შენთან ყოფნა მეძნელება,
არც უშენოდ არ მინდა,
მომანატრა შენი მზერა
წვიმიანმა ამინდმა.
სხვა დროს არც მე არ გაგრევდი
ჩემს მხიარულ ამქარში,
მაგრამ ახლა მეგობრები
დამეფანტნენ ამ ქარში...
ღამეს მითევ სასთუმელთან
არც მე დამეძინება,
დაგივიწყებ მზე თუ ჩემტან
მობრძანება ინება.
საგალობელი სიცხიან შვილს
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად
და გოლგოთაზეც სიმღერით ავალთ
მე და მამიკო, რომელიც თავად
გეტყვის ამასვე გულში.
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად,
შენი სიცოცხლის გარეშე რა ვართ,
სისხლისგან დაცლილ აჩრდილებს ვგავართ –
დღე გვითენდება ქუში .
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად,
თორემ მეგობრად და ნათესავად
ვეღარ ვივარგებთ და თითონ მზეც კი
მოგვეჩვენება შუშის.
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად
და გოლგოთაზეც სომღერით ავალთ
მე და მამიკო, რომელც თავად
გეტყვის ამასვე გულში.
დეიდა და მამიდა
დედ–მამა უდროოდ წავიდა
იქ, სადაც სინათლე სიბნელით ბრუვდება,
იქ, სადაც მიდიან ყველანი
და არვინ ბრუნდება ....
ვის ვთხოვო უსაზღვრო სიკეთით
უწამლოს მათსავით ჩემს ტკვილს დღეიდან
შენ, ჩემი დიდიკოს დაიკოვ,
შენ, ჩემო დეიდა!
უნათლეს კელაპტარს ვინ მინთებს,
იმედით მაბრუნებს უკუნი ღამიდან,
შენ, ჩემო მამიკოს დაიკოვ,
შენ, ჩემო მამიდა!
დანატრულ სითბოს და სიხარულს,
ვით ია მზიდან და ციმციმა ნამიდან,
მე შენგან ვღებულობ, დეიდა,
და შენგან მამიდა!..
ექვთიმე
ექვთიმე მთაწმინდელი 15–16 წლის ყოფილა, ავად რომ გამხდარა და კვდებოდა. მამამისს მღვდლის მოსაყვანად კაცი გაუგზავნია. ამ დროს ავადმყოფს ღვთისმშობელი გამოცხადებია, - როგორ ხარო, ვკვდებიო – უპასუხნია. ადექი და ქართულად იმეტყველეო. მანამდე ძლივს მეტყველ ექვთიმეს ბრწყინვალე ქრთულით დაუწყია ლაპარაკი.
ეძღვნება პროფესორ ზურაბ სარჯველაძეს
ღვთისმშობელი მთაწმინდაზე ემზადება წასასვლელად,
სასთუმალზე სიცხით იწვის ჭაბუკი,
ცამ უმანკო სული თითქმის წაასვენა
და ოთახში გმინავს გლოვის ქარბუქი.
ღვთისმშობელმა მოიხადა ღვთაებრივი დედის ვალი,
– როგორ ხარო? – მოიკითხა ექვთიმე,
– მოვდივარო, სალოცავო დედოფალო,
აღარ ეძებს მამა უკვე ექიმებს.
დაღლილმა და ნაწამებმა სიჭაბუკემ დაისვენა,
ზეცა მიხმობს თავისაკენ ადრიან,
მამამ თვალი ცხელი ცრემლით დაისველა,
სიმწრის ვარდი სულში გადაბარდნია.
– სიზმრად ქცეულ საქართველოს მფარველი ხარ, დედოფალო,
საყვედური შენი არსად არ თქმულა,
ცოდვისაგან დაფარავო დიდო ფარო,
უნდა გავტყდე – ვერ ვმეტყველებ ქართულად.
– ბრძენო ბავშვო, ამ დიდ ტკივილს მე გულიდან აგაცილებ,
ამ ტკივილის ბოლო საშინელდება,
თვალს აგიხელ, გაგაცოცხლებ, გაგაცინებ,
ყველა დარდი ბოლოს ცაში ნელდება.
– ადექი და ხორციელმა მთაწმინდაზე დაივანე,
იმეტყველე საარაკო ქართულით,
საქართველოს სამსახური დაივალე,
მისი შუქით იყავ წელგამართული.
დალოცა და ღვთისმშობელმა განანათლა მათი ბინა,
ცა ელოდა მზის წვიმაში განბანილს,
ავის მაცნემ ცხრა მთა ჩუმად გადირბინა
და ექვთიმე ამეტყველდა ღვთაებრივი ანბანით.
***
შენზე ლექსებს აღარ ვწერ,
აღარ ვეძებ რითმებს.
უშენობას ვეჩვევი,
ულექსობას ვითმენ.
მაგრამ ასე ცხოვრება
საპყრობილეს მოჰგავს –
შენთან ყოფნა მაცოცხლებს,
ულექსობა მომკლავს.
***
მე თქვენ მიყვარხართ! –
ვჩურჩულებ ისე,
როგორც კვირტი
უცაბედად ამღერებული
მზის პირველი ამბორის შემდეგ ....
***
ჩემს სიზმრებს ისე დააკლდი,
ჩემს სიზმრებს ისე შვენოდი,
რომ ცხადშიც შენით ვსუნთქავდი,
მოგელოდი და ვშენობდი,
გამოგონილი სიკეთით,
ჩემს მარტოობა შველოდი....
ჩემს სიზმრებს როგორ დააკლდი,
ჩემს სიზმრებს როგორ შვენოდი.
პირველი შვილი
(ლუკას)
აი, ჩემი შედევრი!
ჩემი ლექსი პირველი,
ჩემი შემოქმედების
უმაღლესი მწვერვალი,
მეცხრე ცაზე ავედი
შუქით მოუპირველი
და განათდა ჩემს სულში
პოეტი და მწერალი.
შენ ხარ ჩემი სიცოცხლის
ტოტი აყვავებული,
შენ ხარ ლურჯი სიზმრიდან
მოფრენილი მერცხალი,
თვალებიდან მადინე
სითბო შეკავებული,
ამიყვავე ვარდივით
თმები შეუვერცხლავი.
მათქმევინე სიმღერა
დიდხანს ნაოცნებარი,
მხოლოდ შენ გერითმება
ახლა ჩემი რითმები,
მეღუღუნე ამბები
მართლა საოცრებანი
და სიცოცხლე დამიტკბე
პაწაწინა თითებით.
შენ ხარ ჩემი შედევრი!
ჩემი ლექსი პირველი,
ჩემი შემოქმედების
უმაღლესი მწვერვალი.
მეცხრე ცაზე ავედი
შუქით მოუპრველი
და ჩემს სულში განათდა
პოეტი და მწერალი.
ანამარიას ჭიამაია
რისთვის ამკიდე მწარე ტკივილად
ჭიამაიას საფლავის ბორცვი,
რა საიდუმლოს მეჩურჩულება
შენი თვალების ველური მოცვი.
რად მაზიარე ბრმა ერთგულებას,
რად დამასწარი თოვლის პანაშვიდს,
რად მომანატრე მოგზაურობა
ზეცაში ანუ იმ ქვეყანაში.
მე ჯერჯერობით უნდა გავუძლო
და არ გავუშვა ჩემგან სიგიჟე,
თორემ გაქრება ყველა სიზმარი
და სამოთხესთან ვიღა მიმიშვებს.
გაყინულია თოვლის ღიმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.
გაუბედავად ვადგამთ ნაბიჯებს,
ვიწყებთ დანგრეულ ტაძრის შენებას,
ნუ გეშინია, უცხო ბილიკზე
ვინმე უცნობი შეგეშველება...
გაყინულია თოვლის ღმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.
პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მკონდა... სიყვარულის გარდა.
ჩემს დახტულ უცხო რაინდს რა მაცდურად გავდა,
ყველაფერი ამისრულდა... ოცნებების გარდა.
ვაი, ჩემი სიხარული როგორ გადაგვარდა,
ყველაფერი დამეკარგა... ტკივილების გარდა.
ახლა ისევ წვიმა მღერის ჩემს დახურულ კართან,
ყველაფერი დაბრუნდება... იმ სიზმრების გარდა.
პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მქონდა... სიყვარულის გარდა.
დედა
ბავშვობა კვდება დედასთან ერთად...
ღმერთო, გამხადე
მარადიული ბავშვობის ღირსი –
მიცოცხლე დედა!...
ზღვა
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე გელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
ზღვას სიმშვიდე ეცვა,
ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
ღამის ფრთებიც ზღვაში ჩაიკეცა.
ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
დავემალეთ ეჭვებს,
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
ჩვენ ხელებში ჩაეძინათ კენჭებს...
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე მელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.
შენ ხარ უფალი ჩემი
მთელი სიცოცხლე გეძებ
და გზას მოვყვები შენსას,
შენი სინათლით სავსეს
ძეცას თვალებით შევსვამ.
შენ ხარ მოძღვარი – გისმენ,
ხარ მეგობარი ჩემი,
ჩემი ცოდვილი სულის
და ტრფობის გადამრჩენი.
გემორჩილები სრულიად
ლოცვით მოვიკვლევ გზა-კვალს,
შენი სიკეთით ვძლიე
ბნელში გახვეულ მზაკვარს.
ნაბიჯებს შიშით ვადგამ,
ფრენის სწავლაშიც მშველი,
ბედნიერი ვარ, რადგან
შენ ხარ უფალი ჩემი.
ნაადრევი გაზაფხული
რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ხეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.
აუტირდება ხმალდაკრული ძუძუ ამორძალს,
შემობრუნდება ზამთარი,
როგორც მერანზე ამპარტავნად ამხედრებული
თეთრჩოხიანი ნათავადარი...
გაგეყინებათ სიხარული და ყვავილები
გაგიფრინდებათ ცრემლებად
და გულკეთილი სიზმრებიდან დაბადებული
ნატვრის ხეები მოიცელება...
რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ზეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.
შვილს, რომელიც ოდესმე მეყოლება
რადგან ოდესმე უნდა მოხვიდე,
აუცილებლად სადმე იქნები,
გეალერსება გაუკვალავ ზეცის გადაღმა
გაუმხელელი ჩემი ფიქრები.
შენ ახლა ალბათ ზეცაში ცხოვრობ
და ზოგჯერ მაინც დაგესიზმრება,
როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე
მტვრით, ხმაურით, ლექსით, ,,იზმებით’’.
შენ ალბათ ისე ხარ გამჭვირვალე,
როგორც სიკეთე... ანდა ტეხური,
წელს არ აყვავდა ნეკისხელა ჩვენი ტირიფი –
ახლა წელში გადატეხილი.
მე შენს სახელზე დავრგავ ყვავილებს
და ზამთრის პირზე მათთვის ვიტირებ
და ამოვხედავ შენს საუფლოს ჩუმი ნაღველით –
ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას...
ალბათ მთელ დღე დაბიხარ ცაზე,
არ ჩამოგიცდეს ღრუბელზე ფეხი,
არ მოგამსხვრიოს ანგელოზის პაწია ფრთები
ბრაზიანმა ბებერმა მეხმა.
არ შეგაშინოს მიწის სიშორემ
და ღამეებმა თეთრმა და მკაცრმა,
ახლა მსუბუქად და კეთილად გიბრწყინავს ყელზე
წვიმის წვეთის წკრიალა აცმა,
მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ,
როგორც სიცოცხლე, მზე და ლექსები,
ახლა შენ გამო მეშინია გამოუცნობი
ბედისწერის და ექსცესების.
მიმიხარია სიზმრის ბუდეში,
რომ დაგიკოცნო თოთო თითები...
ჩემს სასთუმელთან წევს ზღაპარი, როგორც ნუგეში...
მოლოდინით თვლემენ მითები.
* * *
ნუ დაიძინებთ დახუჭული თვალებით,
თორემ,
იქნებ ისეთი სიზმარი ნახოთ, --
თვალის გახელა აღარს მოგინდეთ.
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
სალომეს
თვალებმა ფოფინამ სინათლე მომფინა –
ვარსკვლავთა ყვავილებს მესვრის,
სალომე – ჩემი სიცოცხლის საზომი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
მოვიდა იმედად და ნამი მაპკურა,
ხელახლა გაცოცხლდა დაღლილი ფესვი,
სალომე – ჩემი უტკბესი სიმღერა
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
თაკარა ზაფხული ხელებში მადნება,
დრო აღარ მეყოფა თესვის,
სალომე – ჩემი სიკეთის ნაყოფი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
სიზმარმა მაჩუქა ზღაპრული ფერია
ზურმუხტი თვალების კვესით,
სალომე – ჩემი სუნთქვა და სინათლე,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
,,ნონ დოლეტ’’
ნერონმა თვითმკვლელობა მიუსაჯა ერთ კაცს, რომელსაც სიკვდილის ძალიან ეშინოდა. მას ეშაფოტზე თან ჰყავდა მეუღლე არია, რომელსაც ქმარი საოცრად უყვარდა. ქალმა მის გასამხნევებლად პირველმა დაირტყა დანა და ღიმილით უთხრა - ,,არ მტკივა...’’ - ,,ნონ დოლეტ!’’
მშურს შენი ბედის, არია, -
სიკვდილი ჩიტივით აჩუქე ქმარს,
მსუბუქად მთავრდება სიცოცხლის არია,
ღამეა. ღრუბელი ვარსკვლავებს ნთქავს.
მშურს შენი ძალისა, არია –
სიყვარულს ხმამაღლა უმტკიცებ ბრბოს,
აწ შენი ხომალდი მსუბუქი ქარია
და ცაში მიჰყვება სიზმრების ბოლს.
მშურს შენი ძალისა, არია –
,,ნონ დოლეტ!’’ – ამბობ და ამხნევებ მას,
ვინც თავსაც გერჩია, ვინც შენი ქმარია
და უკვე უფერო უცნობი რთავს...
მშურს შენი ძალისა, არია!...
თეთრი ლეკვი
ელვამ გააწნა სილა უკუნეთს -
ღრუბლები მიწას ეკვრიან...
ეს სახლის ძირას წვიმა სლუკუნებს,
თუ უპატრონო გაწუწული თეთრი ლეკვია?!
ღამე უმზეო და შემზარავი
მიჭერს სიცივის მარწუხებს,
ახლა არ მახსოვს ქვეყნად არავინ,
მე გაწუწლი თეთრი ლეკვის ბედი მაწუხებს.
* * *
ვის ერიდებით, ასე ვის უფრთხით,
საგულდაგულოდ ვის უმალავთ
იმ ცისფერ სიტყვას,
რომელსაც თბილი პურის გემო აქვს,
როდესაც გშია...
,,მიყვარხარ” – აი, ეს ჯადო სიტყვა,
ღვთის მოციქული უფსკერო ცაში...
ხშირად თქვით, რადგან ამაზე ლამაზს
ღმერთებისა და ზეკაცების დასაპურებლად
რომც მოინდომოთ,
ვეღარაფერს გამოიგონებთ.
მოულოდნელი წვიმა
იმ დღეს ქუჩაში არ იყო ტევა
(როგორც ყოველთვის, არ იყო ტევა)
და ზეცა – ჯერაც შეუკმრთალი შიშველი ევა,
იყო უღრუბლო და მშვენიერი...
მე მონატრებამ ჩამასო ბრჭყალი
(როგორც ყოველთვის, ნალესი ბრჭყალი),
არ იყო არსად სანუგეშოდ ცრემლი და წყალი,
გზა იყო შორი და მშვენიერი...
შენ მახსენებდი სევდიან ამბავს
(როგორც ყოველთვის, სევდიან ამბავს),
ტანზე გადნობდა სიცხიანი ივლისი კაბას...
პატრონს ეძებდა ლეკვი მშიერი.
გზა გადაგვიჭრა უცნობმა კაცმა
(როგორც ყოველთვის, უცნობმა კაცმა),
მძივად მოგვართვა ვარდისფერი სიზმრების აცმა –
უცებ გაცოცხლდა შენი იელი.
იმ დღეს ქუჩაში არ იყო ტევა
(როგორც ყოველთვის, არ იყო ტევა)
და ზეცა – ჯერაც შეუკმრთალი შიშველი ევა,
იყო უღრუბლო და მშვენიერი...
XX საუკუნე
უეცრად ბიძგმა შემატორტმანა
და მოვეფერე შიშისგან კედელს,
მაგრამ ვიცოდი, ვერ დამიცავდა
თხელი კედელი გაოცებისგან
როგორც შიშველი, სველი ხეები
უცებ მოსული დიდი წვიმისგან.
ძალზე მიკვირდა, რამ შემაშფოთა
უმიზეზოდ და უმისამართოდ...
კედელთან მდგარი იმ ველურს ვგავდი,
მოულოდნელად მამონტს რომ შეხვდა,
ერთი წამით რომ გაივლო გულში
ცაში გაფრენა. ფრთა მოისინჯა
და...
მტირალი ამური
მე დავსეირნობ
ახლა ღრუბლის თეთრი ეტლებით
და უვე მინდა
დავივიწყო ყველა ნაცნობი –
მხოლოდ თქვენ ერთი
არ მემეტებით...
მოგონებები
ძვირფასია და უამური,
ფანჯრის რაფაზე
დამხობილი ტირის ამური.
უფლისადმი
უფალო, რადგან დიდ სიცოცხლეზე
ფიქრი შენით და შენს გამო მოხდა,
აღმიხვენ თვალი, მომეც სადგური
ლექსით მოვედი შენ ღვთიურ ქოხთან,
ოდით მიყვარდი და არ ვიცოდი
შენთვის გალობა ვით გამებედა,
ერთადერთი ხარ ცოდვის გარეშე,
გვიხსენ ცოდვები თუ გაგვიბევრდა;
ვიცი შენდობა შენი წესია,
ილტვის მზისაკენ სული – პეპელა,
წყარო სიკეთის შენით ავსილა,
ყვავილიც შენმა ხელმა შეფერა.
ალბათ ცაშია სიტყვის აკვანი,
ლექსის სტრიქონიც ცაში ირწევა,
ელის მშიერი სული სასწაულს,
ნეტარი წუთი შენით იწყება...
სანთლის სიკვდილი
ტირის სანთელი –
ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
კვნესის სანთელი –
უთქმელობის დარდი აწამებს...
ბოლოს რომ ვეღარ
აიტანა ტანჯვა ამდენი, --
ჩამოიღვენთა,
ჩამოდნა და ...
მოკვდა სანთელი.
ნაბული
ო, ნადირობის კეთილო ღმერთო, შენ გამითენე,
წვივმაღალ ლექსზე სანადირო კარგი ტაროსი.
გამაბედვინე ირმის ნაფრენის ტოლი ნახტომი
და გამაოცე სიზმრის ახდომით,
ნანადირევით ავსებულა ხონჩა მეფური,
მე ამ ნადავლში წილი არ მიდევს
და ველოდები სულგანაბულ მუხლმაგარ ლექსზე
სანადირო მზიან ამინდებს.
საშემოდგომო სარეცხი
გაუთოებულ დღეებს ვკეცავ და
მოგონების სკივრში ვალაგებ.
ახლა ყოველდღე მაცვია ტანზე
გახუნებული და დაჭმუჭნული
ოქტომბრის დილა,
მაინც ფერადი და საყვარელი...
აუტანელი ხდება თანდათან
შემჭკნარი ხავსი
და ხეების გამხდარი ლანდი
ჩაშავებული ყვავების ჩრდილით.
საშემოდგომო სარეცხს ვაგროვებ
და მიმაქვს დიდი მდინარის პირას.
მოუჩანს მკერდი ავსებულ მთვარეს
აფუებული ღრუბლის ქაფიდან...
ლალისფერ წყალში გავავლებ ფრთხილად
ცისკრებს, აისებს და თეთრ ღამეებს...
გაუთოებულ დღეებს ვკეცავ და
მოგონების სკივრში ვალაგებ.
სიზმრის პრემიერა
თეთრი ბალიში ფართო ეკრანზე
ყველა საკუთარ სიზმარს უყურებს,
ხან გულუბრყვილოდ გვეღიმება,
ხანაც ცრემლებში ვაცურავებთ
პატივცემულ მაესტრო ჰიპნოსს.
მულტისიზმრების და
ჯადოსნური ზღაპრის ლოდინში
ვამსხვრევთ ღამეებს;
სერიოზული და რეალისტი რეჟისორი კი
რახანია მხოლოდ და მხოლოდ
დოკუმენტურ სიზმრებს მთავაზობს
და დღე გრძელდება ძილის გარეშე –
ისევ თათბირზე ვზივარ ანდა,
ვერ მივუსწარი მატარებელს მეტროს ხახაში...
მოგონებების მტკივნეული ლაშქრობის შემდეგ
ჩემში იღვიძეს ხუთი წლის ბავშვი,
ვარ უსასრულოდ ბედნიერი – დღენდე შემორჩა
ჩემი პირველი სიზმრების გემო:
მე ვარ კურდღელი, მომსდევენ მგლები
და შიშით ვახელ ცრემლიან თვალებს
გადარჩა ჩემი თეთრი ბაჭია
და მოთმინებით უცდიან მგლები ჩემ დაძინებას.
რეჟისორია ჭირვეული მეხსიერება,
რომელმაც კენკა წიწილივით
სიზმრის მარცვლები და გაიზარდა.
ახლა მე ვღელავ, რადგან სულ მალე
გამოგიგზავნით ცისფერ ბარათებს.
სადაც წერია: პატივცემულო მეგობრებო!
გთხოვთ, მეწვიეთ ჩემი
სიზმრების პრემიერაზე.
სახლში დატოვეთ მოხრილი მხრები,
ჭაღარა თმა და ნაოჭები,
ამ ფილმზე მხოლოდ
16 წლამდე დაიშვებიან!...
ნარგიზა
თოვლის თეთრი თითებით მაგნოლიას მაგონებ,
ცივი ბრილიანტებით მოთმინებას მორთავენ,
მე სულ გემუდარები, სევდით ნუ მოირთვები,
ნუ იქნები მუდამ მწუხარების მოტივე.
რომ სიმართლე ვამხილო – უნდა ვიყო თემიდა,
მზე თვალებში აყვავდა, ეგებ წვიმა დაიწყოს,
კვლავ სიკეთის თავდებად მომევლინა ჩემი და
და სიმშვიდე მოჰყვა ჩემს ვარდისფერ დაიკოს.
კაკტუსი
აყვავდები ოდესმე, ეკლიანო სულო!..
სილამაზე შენი არავისას არ გავს...
ჩქარა, თორემ ხედავ? მეტიჩარა სურო
გარდაცვლილი ხეების საკაბეებს ქარგავს.
მაგ ველური სინაზით შენ არავინ არ გგავს,
შესაფერის მინდორს რა ამაოდ ვეძებ!
საყვავილე კვირტს უდარდელად კარგავ,
ეკლის გვირგვინს ჩვეული უტკივილოდ ვერ ძლებ.
შესაფერის სასახლეს რა ამაოდ ვეძებ –
ჩქარა თორემ მოვა არამკითხე სურო,
დაუცხრებათ სისხლი რქადამსხვრეულ ვერძებს
დაიცლება სურვილის ჯადოსნური სურა.
საყვავილე სურვილებს უდარდელად კარგად...
ჩქარა, თორემ ხედავ? მეტიჩარა სურო
გარდაცვლილი ხეების საკაბეებს ქარგავს
აყვავდები ოდესმე ეკლიანო სურო?..
ბარათი ზღვაზე
მონატრება მზის გულივით,
ქვიშა გითბობს გაციებულ წვივებს,
გამოგიტყდე - მრცხვენია,
ჩუმად ვნატრობ ზღვის ნაპირზე წვიმებს...
ჩემთან მზეა დილის თეთრი ირისით
და შენამდე არ მოვუშვებ ამ მზეს
(გელოდება თბილისი....),
ვეჭვიანობ ცისფერთვალა მზეზე.
მონატრება მზის გულივით ცხელია
ქვიშა გითბობს გაციებულ წვივებს,
გამოგიტყდე - მრცხვენია,
ჩუმად ვნატრობ ზღვის ნაპირზე წვიმებს...
* * *
თუკი ყველაფერს
დაარქმევ სახელს,
როგორღა გითხრათ -
ამ ლამაზი სევდის მიზეზი
უსახელო დარდია-მეთქი?
ჩაძირული ხომალდი
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
მოკირწყლულია კაიუტა ცისფერი ქვიშით,
შუაღამისას თვალს ახელს შიში
და სიზმრად ვხედავ: დიდ დარბაზში უკრავენ გერშვინს.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დამხრჩვალა გემი - დედაჩემი და უხმოდ ვბღავი,
მე ფსკერზე ვმარხავ ვარსკვლავებს ღამით,
თვალღიას მძინავს, როგორც შიმშილს გამაძღარ მგელში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
მედუზასავით უფეროა უცეცხლო მაჯა,
ნეტავი რისთვის დავეძებ მარჯანს,
შემზარავია გემის გვამი და მთვარის ლეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დედინაცვალი მდიდარია და თანაც ძუნწი,
ცასთან შემწყვიტა იმედის ყუნწი,
მოულოდნელად მოღალატე რომ იცნო გერში...
დავიბადე ჩაძირულ გემში;
გადაეჩვია თვალი მზეს და სიარულს ტერფი,
მივეფერები მოწყენილ დელფინს
და მონატრება ისტერიკად გროვდება ჩემში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ნეტავ სხეული სულთან ერთად რამდენხანს ვგვემო,
რომ გადრაცვლილი სიმღერის გემო
ჩავაქრო ერთხელ ჩემს დაწყევლილ ჯიშში და გენში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
დავიბადე ჩაძირულ გემში;
შეყვარებული ლოკოლინები
ერთ ნიჟარაში ვერ ეტევიან
შეყვარებული ლოკოკინები,
სტუმრად არავის არ პარიჟებენ
და პაემანზეც
სახლთან ერთად დაბრძანდებიან...
ჩვენს ლოკოკინებს გამოვემსგავსეთ:
ერთ ნიჟარაში ვერ დავეტიეთ.
ქართული ენა
სუფთა, როგორც ცის ემბაზში
მოცურავე ფანტელები,
სიკვდილამდე დაუთმობი
მუდამ მეჭრუანტელები.
შენი სუნთქვით ავსებულა
ზღაპრები და ანდაზები,
შენ გმორჩილებ, შენ გლოცულობ,
შენ ერთს გეფიანდაზები.
შენით ითქმის, რაც არ თქმულა.
ამად ვბრძენობ, ამად ვტკბები,
შენით მცივა, შენით მტკივა
და შენ მეანდამატები.
შენ ერთს განდობ გულს და თვალებს
სათნოსა და ამოდ კეთილს,
შენ ამოხსნი ამოუხსნელს
ცხრაკლუტულშიც გამოკეტილს.
შენი შუქით ავსებულა
ოდა, კოშკი და ნალია,
შარავანდი რასაც ადგას
შენი ნამირონალია.
კაბადონზე შემოქმედმა
შენზე მნათი რა მიანთოს,
ცეცხლში გძინავს და იღვიძებ,
ვით უკვდავი ამიანტოს...
სუფთა, როგორც ცის ემბაზში
მოცურავე ფანტელები,
სიკვდილამდე დაუთმობი
მუდამ მეჟრუანტელები
წრე
მოულოდნელად შემომეფარე
და იმ სალამზე,
ლოდივით რომ დამიგდე გზაზე -
წავიბორძიკე.
არ დაგავიწყდეს, მეგობარო,
სახლში იმ გზით უნდა დაბრუნდე.
შეყვარებული მზე
მზე უკვე ხეებს
სიყვარულს უხსნის,
თან ფრთხილად უხსნის
ამწვანებულ კაბაზე ღილებს...
მოუჩანთ ხეებს
შიშველი მკერდი,
რომელსაც უკვე
სიზმარივით აჩნია კერტი.
მზით და რძით ნელა
მაღლდება ტანი,
მზის და რძის ცხელი
სურნელებით ივსება კვირტი,
და კენტად რჩება
მარტოდენ ჩრდილი,
რომელსაც წყვილად
მოფარფატე პეპელა ხატავს.
,,ხვალ აღარ იქნება თოვლი”
ხვალ სევდა ჩრდილივით მფრთხალი
აკეცავს უქარო, უჩინარ აფრებს...
იმედმა აუხილა თვალი
შენი მზით დაბრმავებულ თვალებს,
,,ხვალ აღარ იქნება თოვლი”
გაყინულ ტუჩებით ჩურჩულით ამბობ
და უცებ მოინატრებ თრთოლვით
სიზმრიდან გამოყოლილ ამბორს.
ხვალ ფიფქი აცეკვებს ზამთარს,
მოწყენილ და ცისფერ სევდიან ვალსებს,
შორი გზის დაუკეტავ კართან
მელი და ჟრუანტელით მავსებ.
ხვალ სევდა ჩრდილივით მფრთხალი
აკეცავს უქარო, უჩინარ აფრებს...
იმედმა აუხილა თვალი
შენი მზით დაბრმავებულ ზღაპარს.
ნამდვილი მხატვარი
ლევიკო მხატვარს თოთო თითებით
ლევიკო თავის დეიდას ხატავს.
თავი გაბერილ წითელ ბურთს მიგავს,
თმა კი წვიმის ჩხირს, ტუჩები - მთვარეს,
თვალები ორი წითელი მზეა
და ,,ხამხამები” წამწამის ნაცვლად,
ფეხები არ მაქვს, სამაგიეროდ
ზუსტად ყურებთან მიხატავს ხელებს,
რომელიც ქარში მომსხვრეულ ფრთებს გავს.
ნახატი ყველას ძალიან ართობს -
იცინიან და ჩუმად მიმზერენ
და არ იციან, რომ ასე ზუსტად
მე ვერასოდეს ვერვინ დამხატავს.
მეორე ნაპირი
როცა მოვიწყენ თქვენი ხმაურით -
ჩუმად გშორდებით
და ქურდულათ მივიპარები
ცის სამოთხეში -
ჩემს მშვენიერ სიმარტოვეში.
საზაფხულო ტირადა
გაზაფხულია. მარტო მე ვარ უსამკაულოდ,
არ შეგშურდეთ აყვავებული ჩემი თმა და,
არც გაფოთლილი ჩემი ღიმილი.
მე მესიზმრება კვირტები და ჩვილი ბალახი
ჯერ ტუჩზე რძეც რომ არ შეშრობიათ:
ჩიტები ზეცას ფრთებს ატოლებენ
და ჟღურტულებენ.
- თქვენ ხო მარ იცით, ის სიხარული,
მე რომ სახლში არ შემოვუშვი, ვისთან წავიდა?!
ვეძახი ჩიტებს, მაგრამ სიტყვები
კენჭებივით მიწაზე ცვივა. ჩიტები კი ცაში არიან.
მერე მზე ამოდის, უმიზეზოდ ვუცინი მზეს და
იმ სიხარულის გზას ვეკითხები
ერთხელ კარზე რომ მომიკაკუნა
და გავიტრუნე, თითქის სახლში არავინ იყო ...
უ, სიხარულო, ნებიერო!
შენ ისეთი ხარ,
ვისი ფერებაც მე ვერ ვისწავლე
და დობილელბში შენი მსგავსი არ მირევია...
- თქვენ ხომ არ იცით, ის სიხარული
მე რომ სახლში არ შემოვუშვი,
ვისთან წავიდა!...
მაისის სიზმარი
ბრინჯაოსფერ მოლოდინს დასასრული ექნება:
გავიღვიძებ მალე,
არ გათენდეს ასე უცებ ეგება -
მზის ძახილზე ნუ გაახელ ცის ავსებულ თვალებს.
გაიმეტე ჩემთვის შენეული ეკლები,
მომანატრე გლოვა,
სიზმარივით შენ სუნთქვას ავეკვრები
და სიმშვიდე წვიმასავით წვიმისფერი მოვა.
გაგიტყუებს ზეცაში გვირილების მირაჟი,
მზა იქნება შორი,
ატირდება ცის გაბზარულ მინაში
მეოცნებე ორი ბავშვი, საოცრება ორი.
ბრინჯაოსფერ მოლოდინს დასასრული ექნება:
გავიღვიძებ მალე,
არ გათენდეს ასე უცებ ეგება:
მზის ძახილზე ნუ გაახელ ცის ავსებულ თვალებს.
ღამე ხიდზე
ღამეს შევხვდი ხიდზე, ვარსკვლავები წყალში
ჯეჯილივით აყვავდა,
მეგობარი უცაბედად გაქრა, -
ქვეყანაზე აღარც მტერი არ მყავდა.
გაიმართა ხიდზე ოცნებათა, უკვე
გარდაცვლილთა მარულა,
სინანულით მოვიწმინდე ცრემლი
მხიარული ვარსკვლავების მალულად.
ვიღაც ჩუმად მიხმობდა, ცას მიჰქონდა ქარში
ერთადერთი სამხილი,
ელვასავით ამიყვავდა ტუჩზე
სანატრელი, დაკარგული სახელი.
შიშინებდა ჩუმად ამოსული ზღვიდან
უფერული არავი...
დავრჩი მარტო და გაყინულ სურვილს
არ მითბობდა, არ მითბობდა არვინ.
ზეცით მთვრალნი
ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით -
გვიმასპინძლა ზეცამ,
ვარსკვლავები გაბაცდა -
მე მზისფერ აბრეშუმი მეცვა.
შენი მხრები ჩემთვის იყო ნაბადი,
ნამს მასმევდი პეშვით,
დაღლილ თვალებს ვნაბავდი,
ავგაროზად მქონდა ღამის ეშვი.
მივყვებოდით სადღაც ირმის ნაკვალევს,
გვაცილებდა მთვარე,
ცის გაცრეცილ აკვარელს
ვარიდებდით შეშფოთებულ თვალებს.
განთიანდზე მასპინძელი განაზდა -
ცა ღრუბლებში მიწვა,
გამახსენდა ანდაზად,
რომ სრულებით დამავიწყდა მიწა...
ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით...
სიყავრულს არა აქვს საზღვარი
სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
სიყვარულს არა აქვს სასრული
ეს მისით სულდგმულობს ამ ქვეყნად
მოზარდიც, მოხუციც - ზრდასრულიც.
სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
სიყვარულს არა აქვს სასრული
და მხოლოდ მისი შეწევნით
ვერა გძლევს სიკვდილი ავსული.
სიყვარულს ჰყავს მუდმივ მეგზურად
იმედი - ერთგული გადია,
იმედი ფრთებია, რომლითაც
სამყაროს გარეთაც გადიან...
მისია გული და გონება,
მისია აწმყოც და წარსულიც,
ღვთიური ნიშანი - სიკეთე
აქვს შუბლზე მირონად წასმული.
სიყავრულს ამ ქვეყნად ერთადერთს
აქვს წონა, აქვს აზრი, აქვს ფასი,
სიშმაგე - იმისი პროფილი,
სიმშვიდე - იმის ანფასი.
სიყვარულს არ აქვს საზღვარი,
სიყვარულს არ აქვს სასრული
ეს მისით სულდგმულობს ამ ქვეყნად
მოზარდიც, მოხუციც - ზრდასრულიც.
სევდა ერთი ბეწვია
სევდა ერთი ბეწვია, როგორც ჩიტი მზეწვია,
მსუბუქია სევდა - თეთრი გედის ბუმბული,
მზემაც ცისკრის სიმღერა ისე ჩააბულბულა
რომ სინათლე გზაზე უცებ წამომეწია.
ქარიც უმალ მოფრინდა სიფრიფანა სამოსით,
ჩათვლემილი სევდა სურდა გადაეწია,
დროს კი თურმე ისრები უკან გადაეწია
და მეწვია სითბო ნაცნობი საღამოსი.
მზე ყინულის სარკე ყველგან ჩაულეწია
და სარკეში ჩანან ცისარტყელის ფერები,
ამიყვავდა სიმღერა, რადგან მზე მეფერება
და ცისკარზე ერტად ვმღერით მე და მზეწვია.
ქართველობა დამილოცონ
მინდა შენთვის ვიექიმო,
ვიპოეტო, ვიქვამთლელო,
მინდა დედა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
შენს მზეს სხივად შევემატო,
შენს ხატებთან ვისანთელო,
მინდა მამა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
მინდა ფუძე გაგიმაგრო,
ყველა ბზარი გაგიმთელო,
ქართველობა დამილოცონ -
ისე კარგად ვიქართველო.
სანამ დედა ცოცხალია
მერე მუდამ გვიანია,
ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
სიყვარულს ნუ დაამადლით,
თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
მანამადე გვაქვს ფრენის ნიჭი,
ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, -
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
თუ ბავშვობა გენანებათ,
ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს.
დედის თვალთა კეთილ ზღვაში
სარკესავით ხშირათ ჩაიხედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს...
თორემ მერე გვიანია
სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.
სევდავ ჩემო ქალბატონო...
ვხედავ ჩენო ქალბატონო,
რას მიბრძანებ ამჯერად?
რახანია დუმხარ, მაგრამ
მაგ დუმილის არ მჯერა.
შენთან ყოფნა მეძნელება,
არც უშენოდ არ მინდა,
მომანატრა შენი მზერა
წვიმიანმა ამინდმა.
სხვა დროს არც მე არ გაგრევდი
ჩემს მხიარულ ამქარში,
მაგრამ ახლა მეგობრები
დამეფანტნენ ამ ქარში...
ღამეს მითევ სასთუმელთან
არც მე დამეძინება,
დაგივიწყებ მზე თუ ჩემტან
მობრძანება ინება.
საგალობელი სიცხიან შვილს
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად
და გოლგოთაზეც სიმღერით ავალთ
მე და მამიკო, რომელიც თავად
გეტყვის ამასვე გულში.
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად,
შენი სიცოცხლის გარეშე რა ვართ,
სისხლისგან დაცლილ აჩრდილებს ვგავართ –
დღე გვითენდება ქუში .
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად,
თორემ მეგობრად და ნათესავად
ვეღარ ვივარგებთ და თითონ მზეც კი
მოგვეჩვენება შუშის.
შენ არ გაგვიხდე ოღონდაც ავად
და გოლგოთაზეც სომღერით ავალთ
მე და მამიკო, რომელც თავად
გეტყვის ამასვე გულში.
დეიდა და მამიდა
დედ–მამა უდროოდ წავიდა
იქ, სადაც სინათლე სიბნელით ბრუვდება,
იქ, სადაც მიდიან ყველანი
და არვინ ბრუნდება ....
ვის ვთხოვო უსაზღვრო სიკეთით
უწამლოს მათსავით ჩემს ტკვილს დღეიდან
შენ, ჩემი დიდიკოს დაიკოვ,
შენ, ჩემო დეიდა!
უნათლეს კელაპტარს ვინ მინთებს,
იმედით მაბრუნებს უკუნი ღამიდან,
შენ, ჩემო მამიკოს დაიკოვ,
შენ, ჩემო მამიდა!
დანატრულ სითბოს და სიხარულს,
ვით ია მზიდან და ციმციმა ნამიდან,
მე შენგან ვღებულობ, დეიდა,
და შენგან მამიდა!..
ექვთიმე
ექვთიმე მთაწმინდელი 15–16 წლის ყოფილა, ავად რომ გამხდარა და კვდებოდა. მამამისს მღვდლის მოსაყვანად კაცი გაუგზავნია. ამ დროს ავადმყოფს ღვთისმშობელი გამოცხადებია, - როგორ ხარო, ვკვდებიო – უპასუხნია. ადექი და ქართულად იმეტყველეო. მანამდე ძლივს მეტყველ ექვთიმეს ბრწყინვალე ქრთულით დაუწყია ლაპარაკი.
ეძღვნება პროფესორ ზურაბ სარჯველაძეს
ღვთისმშობელი მთაწმინდაზე ემზადება წასასვლელად,
სასთუმალზე სიცხით იწვის ჭაბუკი,
ცამ უმანკო სული თითქმის წაასვენა
და ოთახში გმინავს გლოვის ქარბუქი.
ღვთისმშობელმა მოიხადა ღვთაებრივი დედის ვალი,
– როგორ ხარო? – მოიკითხა ექვთიმე,
– მოვდივარო, სალოცავო დედოფალო,
აღარ ეძებს მამა უკვე ექიმებს.
დაღლილმა და ნაწამებმა სიჭაბუკემ დაისვენა,
ზეცა მიხმობს თავისაკენ ადრიან,
მამამ თვალი ცხელი ცრემლით დაისველა,
სიმწრის ვარდი სულში გადაბარდნია.
– სიზმრად ქცეულ საქართველოს მფარველი ხარ, დედოფალო,
საყვედური შენი არსად არ თქმულა,
ცოდვისაგან დაფარავო დიდო ფარო,
უნდა გავტყდე – ვერ ვმეტყველებ ქართულად.
– ბრძენო ბავშვო, ამ დიდ ტკივილს მე გულიდან აგაცილებ,
ამ ტკივილის ბოლო საშინელდება,
თვალს აგიხელ, გაგაცოცხლებ, გაგაცინებ,
ყველა დარდი ბოლოს ცაში ნელდება.
– ადექი და ხორციელმა მთაწმინდაზე დაივანე,
იმეტყველე საარაკო ქართულით,
საქართველოს სამსახური დაივალე,
მისი შუქით იყავ წელგამართული.
დალოცა და ღვთისმშობელმა განანათლა მათი ბინა,
ცა ელოდა მზის წვიმაში განბანილს,
ავის მაცნემ ცხრა მთა ჩუმად გადირბინა
და ექვთიმე ამეტყველდა ღვთაებრივი ანბანით.
***
შენზე ლექსებს აღარ ვწერ,
აღარ ვეძებ რითმებს.
უშენობას ვეჩვევი,
ულექსობას ვითმენ.
მაგრამ ასე ცხოვრება
საპყრობილეს მოჰგავს –
შენთან ყოფნა მაცოცხლებს,
ულექსობა მომკლავს.
***
მე თქვენ მიყვარხართ! –
ვჩურჩულებ ისე,
როგორც კვირტი
უცაბედად ამღერებული
მზის პირველი ამბორის შემდეგ ....
***
ჩემს სიზმრებს ისე დააკლდი,
ჩემს სიზმრებს ისე შვენოდი,
რომ ცხადშიც შენით ვსუნთქავდი,
მოგელოდი და ვშენობდი,
გამოგონილი სიკეთით,
ჩემს მარტოობა შველოდი....
ჩემს სიზმრებს როგორ დააკლდი,
ჩემს სიზმრებს როგორ შვენოდი.
პირველი შვილი
(ლუკას)
აი, ჩემი შედევრი!
ჩემი ლექსი პირველი,
ჩემი შემოქმედების
უმაღლესი მწვერვალი,
მეცხრე ცაზე ავედი
შუქით მოუპირველი
და განათდა ჩემს სულში
პოეტი და მწერალი.
შენ ხარ ჩემი სიცოცხლის
ტოტი აყვავებული,
შენ ხარ ლურჯი სიზმრიდან
მოფრენილი მერცხალი,
თვალებიდან მადინე
სითბო შეკავებული,
ამიყვავე ვარდივით
თმები შეუვერცხლავი.
მათქმევინე სიმღერა
დიდხანს ნაოცნებარი,
მხოლოდ შენ გერითმება
ახლა ჩემი რითმები,
მეღუღუნე ამბები
მართლა საოცრებანი
და სიცოცხლე დამიტკბე
პაწაწინა თითებით.
შენ ხარ ჩემი შედევრი!
ჩემი ლექსი პირველი,
ჩემი შემოქმედების
უმაღლესი მწვერვალი.
მეცხრე ცაზე ავედი
შუქით მოუპრველი
და ჩემს სულში განათდა
პოეტი და მწერალი.
ანამარიას ჭიამაია
რისთვის ამკიდე მწარე ტკივილად
ჭიამაიას საფლავის ბორცვი,
რა საიდუმლოს მეჩურჩულება
შენი თვალების ველური მოცვი.
რად მაზიარე ბრმა ერთგულებას,
რად დამასწარი თოვლის პანაშვიდს,
რად მომანატრე მოგზაურობა
ზეცაში ანუ იმ ქვეყანაში.
მე ჯერჯერობით უნდა გავუძლო
და არ გავუშვა ჩემგან სიგიჟე,
თორემ გაქრება ყველა სიზმარი
და სამოთხესთან ვიღა მიმიშვებს.
გაყინულია თოვლის ღიმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.
გაუბედავად ვადგამთ ნაბიჯებს,
ვიწყებთ დანგრეულ ტაძრის შენებას,
ნუ გეშინია, უცხო ბილიკზე
ვინმე უცნობი შეგეშველება...
გაყინულია თოვლის ღმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.