საბავშვო ლექსები
ქართველობა დამილოცონ!..
მინდა შენთვის ვიექიმო,
ვიპოეტო, ვიქვამთლელო
მინდა დედა დამილოცონ,
ისე კარგად ვიქართველო.
შენს მზეს სხივად შევემატო,
შენს ხატებთან ვისანთელო,
მინდა მამა დამილოცონ
ისე კარგად ვიქართველო
მინდა ფუძე გაგიმაგრო
ყველა ბზარი გაგიმთელო
ქართველობა დამილოცონ,
ისე კარგად ვიქართველო.
საშობაო ლექსი
დეკემბერში დაიბადა
ჩვენი მხსნელი მესია
და გვასწავლის იმ სიკეთეს,
რაც ღმერთს დაუწესია,
კაცი არ ვკლათ, არ ვიქურდოთ,
არ ვიცრუოთ აროდეს,
გაჭირვებულს დავეხმაროთ,
მისკენ მიგვიხაროდეს,
სამშობლოსთვის ვილოცოთ და
შევიცოდოთ ობლები,
შევიყვაროთ მოყვასი და
დავაფასოთ მშობლები,
არ შეგვშურდეს მეგობრების,
მივუტევოთ ცოდვები,
არ დავჩაგროთ ჩვენზე სუსტი
და უთუოდ ვცხონდებით.
ვიყოთ სათნო, როგორც მტრედი,
ცით დაგვყურებს იესო,
ცოდვებს თუ მოვინანიებთ
ღმერთი გვაპატიებსო.
ტყეს ვუშველოთ
ტყე რომ არ დარჩეს უშველოდ,
ახლავე უნდა ვუშველოთ,
ახლავე დავდგეთ დარაჯად,
სანამდე მგელი არა ჩანს,
სანამ მოსულან მალულად,
ცულმოქნეული კაცები,
მოძულეები ტყეების,
ბოროტები და მკაცრები,
ტყე რომ არავინ წაგვართვას
ჩვენც მამებს მივეშველებით,
მადლობას გადაგვიხდიან
ბაჭიები და შველები.
სალომეს ქუდი
ლურჯი ქუდი სალომეს
მოუქსოვა ლელამ,
ახატია პინგვინი,
მოიწონა ყველამ,
ეშინია სალომეს
თავის მუშტის ხელა
პაწაწინა პინგვინი
არ მოსტაცოს მელამ.
მტირალა ნიანგი
ცხელი ცრემლით თვალი
ავსებია ნიანგს,
ელვა დეპეშები
ექიმებთან მიაქვთ:
- მოგვეშველეთ, ჩქარა,
ნიანგს სტკივა კბილი,
ვერც დალია წყალი.
ვეღარც ჭამა ტკბილი,
იმედი გვაქვს თქვენი
უსწრაფესი ტივის,
ვეფერებით ნიანგს
დილიდან რომ ტირის,
წამოიღეთ ბურღი,
ცემენტი და კირი,
გაუმთელეთ ნიანგს
გამოხრული კბილი.
სოფო და ფაფა
პაწაწინა სოფოს
ადგა დიდი ჯაფა
საწოვარიდან რომ
გამოწოვოს ფაფა.
მანონი და ლეკვი
ამამ მანოს მოუყვანა
პაწაწინა ლეკვი,
გოგო არის ერთი ციდა,
ლეკვი – ერთი ნეკი.
მანო ძირს ყრის რასაც სწვდება,
ლეკვიც უმალ თელავს,
ლეკვი არის თეთრი, თეთრი,
გოგონა კი – ქერა.
დაამსხვრიეს ჭურჭელი და
ჩამოგლიჯეს ფარდა,
და ოთახი საღამოზე
ბრძოლის მინდორს ჰგავდა.
უცებ დედა შემოვიდა,
ძაღლი გოგოს ეკვრის,
ერთ კუთხეში დააყენეს
მანონი და ლეკვი.
ხატია და თათია
ისეთია ხატია -
თითქოს დაუხატიათ...
ისეთია თათია –
თვით მზის ათინათია...
მაიმუნის განაჩენი
გია ბიჭი წაიყვანეს
მაიმუნის სანახავად,
რომ გაეგო როგორია
უზრდელი და სალახანა,
მაგრამ თითონ უარესი
ოინები ჩაიდინა,
იქ მამიკოს ნაყინი და
მზესუმზირა აყიდვინა.
გალიაში ჯერ შეაგდო
შოკოლადის დიდი ფილა,
ზედ ნაყინი მიაყოლა,
ესეც აღარ ამყოფინა,
მუჭით ჩენჩო შეაყარა,
გადირია მაიმუნი,
დაუძახა ცოლ-შვილსა და
ატყდა ერთი ვაი-ვუი,
ბოლოს ერთად დაუძახეს
გიას მამას ბესარიონს,
უთხრეს –კაცო, მაიმუნი,
ჩვენა ვართ თუ ის არიო,
განაჩენი წაუკითხეს
გია ბიჭსაც, სალახანას
აღარასდროს არ მოგიშვებთ
ზოოპარკის სანახავად.
ვერიკო და კნუტი
აისრულა ნატვრა –
ვერიკოს ჰყავს კნუტი,
თათები აქვს თეთრი
და შავი აქვს კუდი.
შეახვია როგორც
პაწაწინა ბავშვი,
რძე აჭამა ბოთლით,
გამოკეტა სახლში.
წიწიბურას ტკბილი
ფაფა მოუხარშა,
რადგან ასეთ ფაფას
აჭმევენო ლაშას.
წევს ლოგინში ახლა
შეხვეული ფისო,
ენატრება ეზო
და სინათლე მზისო.
კეთილი საფრთხობელა
დელი-დელა, დელა-დედა,
ბოსტანში გვყავს საფრთხობელა,
კეთილია საფრთხობელა
მეგობრობენ ის და ბელა.
ტყუპების სიმღერა
(ნინო და თამარ სართანიებს)
ეს სიმღერა მხოლოდ
მხოლოდ ტყუპებს გვეხება,
სხვა მომღერლის ხელი
ამ ლექსს ვერ შეეხება,
ისე ვგავართ ერთურთს
ვით გაჭრილი ვაშლები,
დაიკოც გვყავს თეკო,
მასაც ვეთამაშებით.
მზე ამოსდის ჩვენზე
ვიცით შურა ბებიას,
ჩვენნაირი ბებო
ანა ბევრს ღირსებია.
თამრი მქვია მე და
მე კი მქვია ნინიკო,
ვნატრობთ ქვეყნად ბავშვი
არვინ მოწყენილიყოს.
სულ გვარიგებს დედა,
სულში გვიძვრენს მამიკო,
მამიკოსთან ყოფნა
ძალზე გვიყვარს ამიტომ.
თეთე ბაჭიებს ვგავართ
და სუყველა გვიღიმის,
ჩვენც ამ ლამაზ მიწას
დავაბიჯებთ ღიღინით...
ეს სიმღერა მხოლოდ
მხოლოდ ტყუპებს გვხვეხება,
სხვა მომღერლის ხელი
ამ ლექსს ვერ შეეხება,
ციცო და ფისო
წვიმს და ქარი ქრისო,
სარკმელთან ზის ცისო,
დასეირნობს გარეთ
ფეხშიშველა ფისო.
მის დედიკოს გული
ალბათა აქვს ქვისო, -
ეცოდება კნუტი
ჩათბუნებულ ცისოს:
- სახლში შედი, ფისო,
ხედავ ქარი ქრისო....
მზესუმზირა
მზესუმზირა დათესეს
პაკუნამ და ბაჩუნამ
მაგრამ არ ამოვიდა –
არც კი გაიფაჩუნა.
გასაჭირი გაანდეს
მატრაკვეცა დაიკოს,
გამოკითხეს მცენარე
როგორ უნდა დაირგოს,
საიდუმლო სალომემ
მთელ ქვეყანას მოფინა,
დათესილი მარცვალი
მოხალული ყოფილა.
მურაბა და ბავშვები
აქ რაც მურაბებია
სულ მოხარშა ბებიამ,
ზოგი ალუბლებია,
ზოგი კიდევ მსხლებია.
პატარები მურაბებს
ხშირად ეპარებიან,
მაგრამ ვითომ ვერ ამჩნევს
გულკეთილი ბებია.
ახალი წელი
- მოხვედი, წელო ახალო,
ნეტავ რა უნდა გვახარ
- მშვიდობა მომაქვს ყველასთვის,
ომი იქნება აღარო.
- მობრძანდი, წელო ახალო,
კიდევ რა უნდა გვახარო?
- დედებს ცრემლები შევუშრო,
ბავშვები ავახარხარო.
- მოდიხარ ქვეყნის იმედად,
სიმღერით უნდა დაგღალოთ,
დიდება შენს მობრძანებას,
წელო, მზესავით მაღალო.
მეთევზე ფისო
ფისოს უყვარს თევზი,
თევზს კი უყვარს მდინარე,
საწყალ ფისოს თევზები
ესიზმრება მძინარეს.
სათევზაოდ მიდის და
თან მიათრევს ანკესებს,
მუქრება თევზებს და
მწვანე თვალებს აკვესებს.
პატარა ილია
ილია მამისთვალოვს
ბიჭო, შენი შარვლები
მუდამ გაფენილია,
თხუპნია ხომ არა ხარ
პაწაწინა ილია?..
თეთრი კიჭი გიბრწყინავს
,,დგა-დგას” სწავლობ, ილია,
შენი ნაბიჯებისგან
კიბე გაცვეთილია,
შენ თუ არ გაიღიმე,
ბებო მოწყენილია,
ბაბუს სიხარული ხარ
ილიკონა, ილია,
დედა თავს დაგტრიალებს
თუმცა გადაღლილია,
დევის ღონე ხომ არ გაქვს
თაფლისთვალა ილია.
მამაშენი მიტომაც
მუდამ მხარგაშლილია,
დაგელოცოს სიცოცხლე,
პაწაწინა ილია!...
მუსიკოსი ეკა
უკრავს ეკა მთელი დილა:
დო, რე, მი, ფა,
ფა, მი, რე, დო,
ჟღურტულებენ ბეღურები
სარკმლის კარი გაგვიღეთო.
ეკა ამბობს: დამაცადეთ,
ჩავამთავრო ფა, მი, რე, დო,
თორემ ნოტებს ამიკენკავთ
და სიმღერას ამირევთო.
თაგვი, კატა და მურია
ჩვენს სახლში ერთად ცხოვრობენ
თაგვი, კატა და მურია,
ხედავთ რა დღეში არიან,
ხომ გესმით რა ხმაურია!
ერთი ჯამიდან ჭასმენ და
სვამენ როდესაც სწყურიათ,
არც ერთმანეთის მტრობა აქვთ,
არც ერთმანეთის შური აქვთ.
ცხოვრობენ ტკბილად, თანხმობით
თუ ფისომ არ აურია,
ხელჩაკიდული მღერიან
- სიცოცხლე საამურია!
სადილი
თავდაყირა ვდგავართ
რომ ვაჭამოთ ლუკას,
ჩავაყლაპოთ ხვეწნით
ერთი-ორი ლუკმა,
ხან ვიცინიტყ ძალით,
ხანაც ვითომ ვტირით,
რომ როგორმე გახსნას
მოკუმული პირი,
სულ ტყუილად ცდილობს
ქვაბუნა და ტაფა,
მოაწონოს Lლუკას
კატლეტი და ფაფა,
ეს თავნება ბიჭი
რომ მიირთმევს სადილს
მერე მომღიმარი,
კმაყოფილი დადის.
სალომეს ლექხი
- დედა მიყვარს, ბებო მიყვარს
და ორივე ძამია,
მაგრამ ჩემი მამიკონა
ს უ ყ ვ ე ლ ა ზ ე ძალიან.
ლაშა
რა კარგი ბიჭია ლაშა
თუ კი არ გადაამლაშა,
უყვარს ხტუნვა, უყვარს ცეკვა
თეთრი თათუნების გაშლა,
სამფერ დროშას აფრიალებს
თან იძახის: ვაშა, ვაშა...
ლუკა ამბობს დადინჯბით
- აბა რა ქნას მეტი ბავშვმა!
ეკა და მაიკო
არის ორი დაიკო
ეკუნა და მაიკო,
ექიმი ჰყავთ დედიკო,
მშენებელი მამიკო.
გაუკეთეს თოჯინებს
უამრავი ნემსები,
დაუმალეს ტკივილი
თბილი მოალერსებით
დამტვრეული ხელ-ფეხი
შეუხვიეს თოჯინებს
და კამფეტის წამლებით
ყველა მოამჯობინეს.
დათვი და თაფლი
- დათუნია, გინდა ვაფლი?
- მირჩევნია ციყვო, თაფლი.
- თუ ფუტკარი დაგესია
მაგ თათუნებს დაგისიებს.
მამლაყინაწა-ყინწა
მამლალაყინწა ყინწა
აწკაპუნებს დეზებს,
მიბრძანდება გელას
დაბადების დღეზე.
დაახვედრეს ყინწას
სიმინდი და ქერი,
გამოუცხვეს ტორტი,
მოუხადეს ქვევრი,
აბანავეს ბიჭი
ლიმონათის ტბაში
როცა ცერზე შედგა
გაახურეს ტაში,
მოილხინა ყინწამ
დაბადების Dდღეზე
მიბრძანდება სახლში,
აწკაპუნებს დეზებს.
მაიკო და ბებია
მოწყენილი მაიკო
შეკითხვია ბებიას
- ვინც კი კვდება, ბებიკო,
ყველა მოხუცებია?
- ჰო, ბებიას სიცოცხლევ,
ყველა მოხუცებია...
მაკოს შავი თვალები
უცებ აცრემლებია
- აბა, რომ მოხუცდები,
შენც მოკვდები, ბებია?
- მოვკვდებიო, - უთქვამს და
მაკოს მოფერებია...
მაკო ატირებულა,
ბებოს შეხვეწებია:
- გთხოვ, დედიკოს მოსვლამდე
ნუ მოკვდები, ბებია.
გიას დაიკო
დედიკომ თქვა: გოგოს ვნატრობ,
თუ მეყოლა _ ვარქმევ ნატოს,
აი, რატომ, აი რატომ,
ჩემს დაიკოს ჰქვია, ნატო.
ლუკა და სარკე
სარკის წინ დგას ბიჭი
და უცინის სარკეს,
მზის კეთილი სხივი
მოსდგომია სარკმელს.
მოსწონს სარკის ბიჭი
თვალციმციმა ლუკას,
მერე ლუკა Lლუკას
ეძებს სარკის უკან.
ზღარბი და მელია
- ზღარბუნია, რას მიირთმევ?
- გემრიელი გირჩია
- ვინ მოგართვა, დაიკო?
- ციყვმა ამომირჩია
- იღლიაში მელიავ
შენ რა ამოგირჩია
- სადილია... შენს გირჩებს
მირჩევნია ჩიჩია.
მზე პირს იბანს
მზე იცინის, მზე იცინის,
მზემ ღრუბელი მოიცილა,
მზეს პირსა ბანს დედიკო და
მზეს სიცილით ცრემლი ცვივა.
მზეს არ უყვარს პირის ბანა,
მაგრამ ტირილს ვერა ბედავს,
რადგან პირს ბანს დედიკო და
მზეს ძალიან უყვარს დედა.
მამის საჩუქარი
- რამ გაგახარა პატარა ბელი?
- მამამ უყიდა მატარებელი.
- მოამზადეს ნიადაგი
და დააგეს ლიანდაგი
და დაქრიან მატარებლით
დიდები და პატარები.
ძილის გუდა ზღარბი
ლუკამ, ლაშამ და მამიკომ
ზღარბი იპოვეს ხის ძირას,
ეკლიან ბურთის ნახვაზე
სამივემ ბევრი იცინა,
წამოიყვანეს სახში და
მთელი ზამთარი იძინა,
რომ გაახილა თვალები
ისევ გაცოცდა ხის ძირას.
ლერის ვერტმფრენი
ვერტმფრენს ხატავს ბიჭი ლერი,
- ეს რა არის?
- პროპელერი
- ეს რაღაა?
- რა და საჭე,
ეს - მუხრუჭი
და თითს აჭერს,
თუ დამიდგა ამინდები,
უსათუოდ ავფრინდები.
თამუნა და ბარბი
თამუნია ტირის გამბით:
- მომიყვანეთ ჩქარა, ბარბი.
მოიარეს მთელი დელი,
აუსრულეს საწადელი,
ჩაიხუტა გულში ბარბი,
გაიცინა, გახსნა წარბი.
მაიკო და მარაო
მაიკოს აქვს მარაო,
იქნევს წარამარაო,
ეუბნება ეკუნა
- გოგო, ახლა კმარაო,
მაგრამ მაკო იცინის:
- არაო და არაო...
ჭირვეული ბესო
სადილის დრო ბესო
ტირის უმიზეზოდ,
- რატომ ტირის, ბესო?
- თეფში გამივსესო...
ისევ ტირის ბესო,
შეაწუხა ეზო,
- რატომ ტირი, ბესო?
- ცოტა დამისხესო.
მამიკო რომ დაბერდება
მამიკო რომ დაბერდება
ბაბუად გარდაიქმნება,
თეთრი წვერები ექნება-
ბაბუა-წვერა იქნება.
ჩვენი კურდღლები
ჩვენი თეთრი კურდღლები
საჭმელს არ იწუნებენ,
დილიდან საღამომდე
ტუჩებს აცმაცუნებენ.
ყვავილი
ქოთანში ცხოვრობს მოწყენით
თეთრი პატარა ყვავილი,
იმედით შემომციცინებს
როცა მის სახლთან ავივლი,
მინდა მინდორი ვაჩვენო,
არ მივაყენო ზიანი,
დღე გაუთენდეს ნანატრი:
მთვარიანი და მზიანი.
მზე და ბიჭები
მზეს ყოველ დილას კოცნიან
ჩემი ლაშა და ლუკა,
მზე იჭყიტება, ბიჭები
დგანან კარების უკან.
დაუძახებენ „ჭიტაო",
მოახტებიან „ცხენებს",
დაედევნებათ მზის სხივი,
მზეს ჩაჰკიდებენ ხელებს.
შემოივლიან სიმღერით
მთებსა და მინდორ-ველებს
და დაღლილები მზის მკლავზე
დაიძინებენ მერე...
გენერალი ლომი
წაიყვანეს ცირკში
გენერალი ლომი,
შეწყდა ნადირობა
და სასტიკი ომი,
საუზმეზე - ყავა,
სადილად კი - ღომი,
მოიარა ნიცა,
პარიზი და რომი,
ზოგჯერ, ისიც სიზმრად
ელანდება ომი,
ვიღას უნდა ცირკის
სასაცილო ლომი.
უცხოპლანეტელები
ზოგი მაღლიაო,
ზოგი კიდევ ბრტყელები,
ზოგი სულ ციცქნააო
უცხო პლანეტელები.
მალე გვესტუმრებიან
არ არიან მტერები,
ჩემი მეგობრებია
უცხოპლანეტელები.
ანა საუზმეზე
საუზმეზე, ჩემო ანა,
სკამში კი ნუ ჩაიმალე,
გადაყლაპე ტკბილი ფაფა,
დააყოლე ჩაი მალე.
ღორმუცელა ციყვი
ციყვუნამ ვერ მოითმინა,
ზამთრამდე ჭამა კაკალი,
მერე კი ხეზე ეძებდა
მშიერი,ხელის კანკალით,
ეხვეწებოდა მეზობლებს :
შემომეჭამა გირჩები,
თუ არ მიშველით ამ ზამთარს
ალბათ ვერ გადაგირჩებით,
მომბეზრდა თოვლით დაფარულ
ცარიელ ტყეში წანწალი...
თაგვმა მიართვა თხილი და
გადაარჩინა საწყალი.
დედისერთას ლექსი
ჩემო კარგო, დედიკო
ჩემო კარგო მამიკო,
მარეხსა ჰყავს დაიკო,
ლევანსა ჰყავს ძამიკო,
მე არავინ არა მყავს,
მენატრება ბავშვები,
მთელ დღეს მოწყენილი ვარ,
ვერვის ვეთმაშები.
აღარ მინდა „სნიკერსი",
აღარც „ბატიბუტები",
მომიყვანეთ და-ძმები,
თორემ გაგებუტებით.
თუ გინდათ რომ მიყვარდეთ
ძალიან და ძალიან,
ან მიყიდეთ დაიკო,
ან მიყიდეთ ძამია!
მინაწერი „დედა-ენაზე"
იცი, ლელა, თვალებჭრელა,
ჩემო, ლელიკელა,
წიგნი არის ცოდნის დედა
ოკანის ხელა,
თუ ისწავლი ზღვას გასცურავ,
მთას გადივლი ხელად,
შენ იმედით შემოგყურებს
ნათესავი ყველა,
ჩაიხუტე გულში წიგნი
ქართული მზის ხელა
და სული მზით აგევსება,
ჩემო, ლელიკელა...
პირველკლასელის ჩანთა
პირველკლასელმა ბიჭმა
რომ მოიკიდა ჩანთა,
იმხელა იყო ჩანთა -
ბიჭუნა აგარ ჩანდა.
ქართველობა დამილოცონ!..
მინდა შენთვის ვიექიმო,
ვიპოეტო, ვიქვამთლელო
მინდა დედა დამილოცონ,
ისე კარგად ვიქართველო.
შენს მზეს სხივად შევემატო,
შენს ხატებთან ვისანთელო,
მინდა მამა დამილოცონ
ისე კარგად ვიქართველო
მინდა ფუძე გაგიმაგრო
ყველა ბზარი გაგიმთელო
ქართველობა დამილოცონ,
ისე კარგად ვიქართველო.
საშობაო ლექსი
დეკემბერში დაიბადა
ჩვენი მხსნელი მესია
და გვასწავლის იმ სიკეთეს,
რაც ღმერთს დაუწესია,
კაცი არ ვკლათ, არ ვიქურდოთ,
არ ვიცრუოთ აროდეს,
გაჭირვებულს დავეხმაროთ,
მისკენ მიგვიხაროდეს,
სამშობლოსთვის ვილოცოთ და
შევიცოდოთ ობლები,
შევიყვაროთ მოყვასი და
დავაფასოთ მშობლები,
არ შეგვშურდეს მეგობრების,
მივუტევოთ ცოდვები,
არ დავჩაგროთ ჩვენზე სუსტი
და უთუოდ ვცხონდებით.
ვიყოთ სათნო, როგორც მტრედი,
ცით დაგვყურებს იესო,
ცოდვებს თუ მოვინანიებთ
ღმერთი გვაპატიებსო.
ტყეს ვუშველოთ
ტყე რომ არ დარჩეს უშველოდ,
ახლავე უნდა ვუშველოთ,
ახლავე დავდგეთ დარაჯად,
სანამდე მგელი არა ჩანს,
სანამ მოსულან მალულად,
ცულმოქნეული კაცები,
მოძულეები ტყეების,
ბოროტები და მკაცრები,
ტყე რომ არავინ წაგვართვას
ჩვენც მამებს მივეშველებით,
მადლობას გადაგვიხდიან
ბაჭიები და შველები.
სალომეს ქუდი
ლურჯი ქუდი სალომეს
მოუქსოვა ლელამ,
ახატია პინგვინი,
მოიწონა ყველამ,
ეშინია სალომეს
თავის მუშტის ხელა
პაწაწინა პინგვინი
არ მოსტაცოს მელამ.
მტირალა ნიანგი
ცხელი ცრემლით თვალი
ავსებია ნიანგს,
ელვა დეპეშები
ექიმებთან მიაქვთ:
- მოგვეშველეთ, ჩქარა,
ნიანგს სტკივა კბილი,
ვერც დალია წყალი.
ვეღარც ჭამა ტკბილი,
იმედი გვაქვს თქვენი
უსწრაფესი ტივის,
ვეფერებით ნიანგს
დილიდან რომ ტირის,
წამოიღეთ ბურღი,
ცემენტი და კირი,
გაუმთელეთ ნიანგს
გამოხრული კბილი.
სოფო და ფაფა
პაწაწინა სოფოს
ადგა დიდი ჯაფა
საწოვარიდან რომ
გამოწოვოს ფაფა.
მანონი და ლეკვი
ამამ მანოს მოუყვანა
პაწაწინა ლეკვი,
გოგო არის ერთი ციდა,
ლეკვი – ერთი ნეკი.
მანო ძირს ყრის რასაც სწვდება,
ლეკვიც უმალ თელავს,
ლეკვი არის თეთრი, თეთრი,
გოგონა კი – ქერა.
დაამსხვრიეს ჭურჭელი და
ჩამოგლიჯეს ფარდა,
და ოთახი საღამოზე
ბრძოლის მინდორს ჰგავდა.
უცებ დედა შემოვიდა,
ძაღლი გოგოს ეკვრის,
ერთ კუთხეში დააყენეს
მანონი და ლეკვი.
ხატია და თათია
ისეთია ხატია -
თითქოს დაუხატიათ...
ისეთია თათია –
თვით მზის ათინათია...
მაიმუნის განაჩენი
გია ბიჭი წაიყვანეს
მაიმუნის სანახავად,
რომ გაეგო როგორია
უზრდელი და სალახანა,
მაგრამ თითონ უარესი
ოინები ჩაიდინა,
იქ მამიკოს ნაყინი და
მზესუმზირა აყიდვინა.
გალიაში ჯერ შეაგდო
შოკოლადის დიდი ფილა,
ზედ ნაყინი მიაყოლა,
ესეც აღარ ამყოფინა,
მუჭით ჩენჩო შეაყარა,
გადირია მაიმუნი,
დაუძახა ცოლ-შვილსა და
ატყდა ერთი ვაი-ვუი,
ბოლოს ერთად დაუძახეს
გიას მამას ბესარიონს,
უთხრეს –კაცო, მაიმუნი,
ჩვენა ვართ თუ ის არიო,
განაჩენი წაუკითხეს
გია ბიჭსაც, სალახანას
აღარასდროს არ მოგიშვებთ
ზოოპარკის სანახავად.
ვერიკო და კნუტი
აისრულა ნატვრა –
ვერიკოს ჰყავს კნუტი,
თათები აქვს თეთრი
და შავი აქვს კუდი.
შეახვია როგორც
პაწაწინა ბავშვი,
რძე აჭამა ბოთლით,
გამოკეტა სახლში.
წიწიბურას ტკბილი
ფაფა მოუხარშა,
რადგან ასეთ ფაფას
აჭმევენო ლაშას.
წევს ლოგინში ახლა
შეხვეული ფისო,
ენატრება ეზო
და სინათლე მზისო.
კეთილი საფრთხობელა
დელი-დელა, დელა-დედა,
ბოსტანში გვყავს საფრთხობელა,
კეთილია საფრთხობელა
მეგობრობენ ის და ბელა.
ტყუპების სიმღერა
(ნინო და თამარ სართანიებს)
ეს სიმღერა მხოლოდ
მხოლოდ ტყუპებს გვეხება,
სხვა მომღერლის ხელი
ამ ლექსს ვერ შეეხება,
ისე ვგავართ ერთურთს
ვით გაჭრილი ვაშლები,
დაიკოც გვყავს თეკო,
მასაც ვეთამაშებით.
მზე ამოსდის ჩვენზე
ვიცით შურა ბებიას,
ჩვენნაირი ბებო
ანა ბევრს ღირსებია.
თამრი მქვია მე და
მე კი მქვია ნინიკო,
ვნატრობთ ქვეყნად ბავშვი
არვინ მოწყენილიყოს.
სულ გვარიგებს დედა,
სულში გვიძვრენს მამიკო,
მამიკოსთან ყოფნა
ძალზე გვიყვარს ამიტომ.
თეთე ბაჭიებს ვგავართ
და სუყველა გვიღიმის,
ჩვენც ამ ლამაზ მიწას
დავაბიჯებთ ღიღინით...
ეს სიმღერა მხოლოდ
მხოლოდ ტყუპებს გვხვეხება,
სხვა მომღერლის ხელი
ამ ლექსს ვერ შეეხება,
ციცო და ფისო
წვიმს და ქარი ქრისო,
სარკმელთან ზის ცისო,
დასეირნობს გარეთ
ფეხშიშველა ფისო.
მის დედიკოს გული
ალბათა აქვს ქვისო, -
ეცოდება კნუტი
ჩათბუნებულ ცისოს:
- სახლში შედი, ფისო,
ხედავ ქარი ქრისო....
მზესუმზირა
მზესუმზირა დათესეს
პაკუნამ და ბაჩუნამ
მაგრამ არ ამოვიდა –
არც კი გაიფაჩუნა.
გასაჭირი გაანდეს
მატრაკვეცა დაიკოს,
გამოკითხეს მცენარე
როგორ უნდა დაირგოს,
საიდუმლო სალომემ
მთელ ქვეყანას მოფინა,
დათესილი მარცვალი
მოხალული ყოფილა.
მურაბა და ბავშვები
აქ რაც მურაბებია
სულ მოხარშა ბებიამ,
ზოგი ალუბლებია,
ზოგი კიდევ მსხლებია.
პატარები მურაბებს
ხშირად ეპარებიან,
მაგრამ ვითომ ვერ ამჩნევს
გულკეთილი ბებია.
ახალი წელი
- მოხვედი, წელო ახალო,
ნეტავ რა უნდა გვახარ
- მშვიდობა მომაქვს ყველასთვის,
ომი იქნება აღარო.
- მობრძანდი, წელო ახალო,
კიდევ რა უნდა გვახარო?
- დედებს ცრემლები შევუშრო,
ბავშვები ავახარხარო.
- მოდიხარ ქვეყნის იმედად,
სიმღერით უნდა დაგღალოთ,
დიდება შენს მობრძანებას,
წელო, მზესავით მაღალო.
მეთევზე ფისო
ფისოს უყვარს თევზი,
თევზს კი უყვარს მდინარე,
საწყალ ფისოს თევზები
ესიზმრება მძინარეს.
სათევზაოდ მიდის და
თან მიათრევს ანკესებს,
მუქრება თევზებს და
მწვანე თვალებს აკვესებს.
პატარა ილია
ილია მამისთვალოვს
ბიჭო, შენი შარვლები
მუდამ გაფენილია,
თხუპნია ხომ არა ხარ
პაწაწინა ილია?..
თეთრი კიჭი გიბრწყინავს
,,დგა-დგას” სწავლობ, ილია,
შენი ნაბიჯებისგან
კიბე გაცვეთილია,
შენ თუ არ გაიღიმე,
ბებო მოწყენილია,
ბაბუს სიხარული ხარ
ილიკონა, ილია,
დედა თავს დაგტრიალებს
თუმცა გადაღლილია,
დევის ღონე ხომ არ გაქვს
თაფლისთვალა ილია.
მამაშენი მიტომაც
მუდამ მხარგაშლილია,
დაგელოცოს სიცოცხლე,
პაწაწინა ილია!...
მუსიკოსი ეკა
უკრავს ეკა მთელი დილა:
დო, რე, მი, ფა,
ფა, მი, რე, დო,
ჟღურტულებენ ბეღურები
სარკმლის კარი გაგვიღეთო.
ეკა ამბობს: დამაცადეთ,
ჩავამთავრო ფა, მი, რე, დო,
თორემ ნოტებს ამიკენკავთ
და სიმღერას ამირევთო.
თაგვი, კატა და მურია
ჩვენს სახლში ერთად ცხოვრობენ
თაგვი, კატა და მურია,
ხედავთ რა დღეში არიან,
ხომ გესმით რა ხმაურია!
ერთი ჯამიდან ჭასმენ და
სვამენ როდესაც სწყურიათ,
არც ერთმანეთის მტრობა აქვთ,
არც ერთმანეთის შური აქვთ.
ცხოვრობენ ტკბილად, თანხმობით
თუ ფისომ არ აურია,
ხელჩაკიდული მღერიან
- სიცოცხლე საამურია!
სადილი
თავდაყირა ვდგავართ
რომ ვაჭამოთ ლუკას,
ჩავაყლაპოთ ხვეწნით
ერთი-ორი ლუკმა,
ხან ვიცინიტყ ძალით,
ხანაც ვითომ ვტირით,
რომ როგორმე გახსნას
მოკუმული პირი,
სულ ტყუილად ცდილობს
ქვაბუნა და ტაფა,
მოაწონოს Lლუკას
კატლეტი და ფაფა,
ეს თავნება ბიჭი
რომ მიირთმევს სადილს
მერე მომღიმარი,
კმაყოფილი დადის.
სალომეს ლექხი
- დედა მიყვარს, ბებო მიყვარს
და ორივე ძამია,
მაგრამ ჩემი მამიკონა
ს უ ყ ვ ე ლ ა ზ ე ძალიან.
ლაშა
რა კარგი ბიჭია ლაშა
თუ კი არ გადაამლაშა,
უყვარს ხტუნვა, უყვარს ცეკვა
თეთრი თათუნების გაშლა,
სამფერ დროშას აფრიალებს
თან იძახის: ვაშა, ვაშა...
ლუკა ამბობს დადინჯბით
- აბა რა ქნას მეტი ბავშვმა!
ეკა და მაიკო
არის ორი დაიკო
ეკუნა და მაიკო,
ექიმი ჰყავთ დედიკო,
მშენებელი მამიკო.
გაუკეთეს თოჯინებს
უამრავი ნემსები,
დაუმალეს ტკივილი
თბილი მოალერსებით
დამტვრეული ხელ-ფეხი
შეუხვიეს თოჯინებს
და კამფეტის წამლებით
ყველა მოამჯობინეს.
დათვი და თაფლი
- დათუნია, გინდა ვაფლი?
- მირჩევნია ციყვო, თაფლი.
- თუ ფუტკარი დაგესია
მაგ თათუნებს დაგისიებს.
მამლაყინაწა-ყინწა
მამლალაყინწა ყინწა
აწკაპუნებს დეზებს,
მიბრძანდება გელას
დაბადების დღეზე.
დაახვედრეს ყინწას
სიმინდი და ქერი,
გამოუცხვეს ტორტი,
მოუხადეს ქვევრი,
აბანავეს ბიჭი
ლიმონათის ტბაში
როცა ცერზე შედგა
გაახურეს ტაში,
მოილხინა ყინწამ
დაბადების Dდღეზე
მიბრძანდება სახლში,
აწკაპუნებს დეზებს.
მაიკო და ბებია
მოწყენილი მაიკო
შეკითხვია ბებიას
- ვინც კი კვდება, ბებიკო,
ყველა მოხუცებია?
- ჰო, ბებიას სიცოცხლევ,
ყველა მოხუცებია...
მაკოს შავი თვალები
უცებ აცრემლებია
- აბა, რომ მოხუცდები,
შენც მოკვდები, ბებია?
- მოვკვდებიო, - უთქვამს და
მაკოს მოფერებია...
მაკო ატირებულა,
ბებოს შეხვეწებია:
- გთხოვ, დედიკოს მოსვლამდე
ნუ მოკვდები, ბებია.
გიას დაიკო
დედიკომ თქვა: გოგოს ვნატრობ,
თუ მეყოლა _ ვარქმევ ნატოს,
აი, რატომ, აი რატომ,
ჩემს დაიკოს ჰქვია, ნატო.
ლუკა და სარკე
სარკის წინ დგას ბიჭი
და უცინის სარკეს,
მზის კეთილი სხივი
მოსდგომია სარკმელს.
მოსწონს სარკის ბიჭი
თვალციმციმა ლუკას,
მერე ლუკა Lლუკას
ეძებს სარკის უკან.
ზღარბი და მელია
- ზღარბუნია, რას მიირთმევ?
- გემრიელი გირჩია
- ვინ მოგართვა, დაიკო?
- ციყვმა ამომირჩია
- იღლიაში მელიავ
შენ რა ამოგირჩია
- სადილია... შენს გირჩებს
მირჩევნია ჩიჩია.
მზე პირს იბანს
მზე იცინის, მზე იცინის,
მზემ ღრუბელი მოიცილა,
მზეს პირსა ბანს დედიკო და
მზეს სიცილით ცრემლი ცვივა.
მზეს არ უყვარს პირის ბანა,
მაგრამ ტირილს ვერა ბედავს,
რადგან პირს ბანს დედიკო და
მზეს ძალიან უყვარს დედა.
მამის საჩუქარი
- რამ გაგახარა პატარა ბელი?
- მამამ უყიდა მატარებელი.
- მოამზადეს ნიადაგი
და დააგეს ლიანდაგი
და დაქრიან მატარებლით
დიდები და პატარები.
ძილის გუდა ზღარბი
ლუკამ, ლაშამ და მამიკომ
ზღარბი იპოვეს ხის ძირას,
ეკლიან ბურთის ნახვაზე
სამივემ ბევრი იცინა,
წამოიყვანეს სახში და
მთელი ზამთარი იძინა,
რომ გაახილა თვალები
ისევ გაცოცდა ხის ძირას.
ლერის ვერტმფრენი
ვერტმფრენს ხატავს ბიჭი ლერი,
- ეს რა არის?
- პროპელერი
- ეს რაღაა?
- რა და საჭე,
ეს - მუხრუჭი
და თითს აჭერს,
თუ დამიდგა ამინდები,
უსათუოდ ავფრინდები.
თამუნა და ბარბი
თამუნია ტირის გამბით:
- მომიყვანეთ ჩქარა, ბარბი.
მოიარეს მთელი დელი,
აუსრულეს საწადელი,
ჩაიხუტა გულში ბარბი,
გაიცინა, გახსნა წარბი.
მაიკო და მარაო
მაიკოს აქვს მარაო,
იქნევს წარამარაო,
ეუბნება ეკუნა
- გოგო, ახლა კმარაო,
მაგრამ მაკო იცინის:
- არაო და არაო...
ჭირვეული ბესო
სადილის დრო ბესო
ტირის უმიზეზოდ,
- რატომ ტირის, ბესო?
- თეფში გამივსესო...
ისევ ტირის ბესო,
შეაწუხა ეზო,
- რატომ ტირი, ბესო?
- ცოტა დამისხესო.
მამიკო რომ დაბერდება
მამიკო რომ დაბერდება
ბაბუად გარდაიქმნება,
თეთრი წვერები ექნება-
ბაბუა-წვერა იქნება.
ჩვენი კურდღლები
ჩვენი თეთრი კურდღლები
საჭმელს არ იწუნებენ,
დილიდან საღამომდე
ტუჩებს აცმაცუნებენ.
ყვავილი
ქოთანში ცხოვრობს მოწყენით
თეთრი პატარა ყვავილი,
იმედით შემომციცინებს
როცა მის სახლთან ავივლი,
მინდა მინდორი ვაჩვენო,
არ მივაყენო ზიანი,
დღე გაუთენდეს ნანატრი:
მთვარიანი და მზიანი.
მზე და ბიჭები
მზეს ყოველ დილას კოცნიან
ჩემი ლაშა და ლუკა,
მზე იჭყიტება, ბიჭები
დგანან კარების უკან.
დაუძახებენ „ჭიტაო",
მოახტებიან „ცხენებს",
დაედევნებათ მზის სხივი,
მზეს ჩაჰკიდებენ ხელებს.
შემოივლიან სიმღერით
მთებსა და მინდორ-ველებს
და დაღლილები მზის მკლავზე
დაიძინებენ მერე...
გენერალი ლომი
წაიყვანეს ცირკში
გენერალი ლომი,
შეწყდა ნადირობა
და სასტიკი ომი,
საუზმეზე - ყავა,
სადილად კი - ღომი,
მოიარა ნიცა,
პარიზი და რომი,
ზოგჯერ, ისიც სიზმრად
ელანდება ომი,
ვიღას უნდა ცირკის
სასაცილო ლომი.
უცხოპლანეტელები
ზოგი მაღლიაო,
ზოგი კიდევ ბრტყელები,
ზოგი სულ ციცქნააო
უცხო პლანეტელები.
მალე გვესტუმრებიან
არ არიან მტერები,
ჩემი მეგობრებია
უცხოპლანეტელები.
ანა საუზმეზე
საუზმეზე, ჩემო ანა,
სკამში კი ნუ ჩაიმალე,
გადაყლაპე ტკბილი ფაფა,
დააყოლე ჩაი მალე.
ღორმუცელა ციყვი
ციყვუნამ ვერ მოითმინა,
ზამთრამდე ჭამა კაკალი,
მერე კი ხეზე ეძებდა
მშიერი,ხელის კანკალით,
ეხვეწებოდა მეზობლებს :
შემომეჭამა გირჩები,
თუ არ მიშველით ამ ზამთარს
ალბათ ვერ გადაგირჩებით,
მომბეზრდა თოვლით დაფარულ
ცარიელ ტყეში წანწალი...
თაგვმა მიართვა თხილი და
გადაარჩინა საწყალი.
დედისერთას ლექსი
ჩემო კარგო, დედიკო
ჩემო კარგო მამიკო,
მარეხსა ჰყავს დაიკო,
ლევანსა ჰყავს ძამიკო,
მე არავინ არა მყავს,
მენატრება ბავშვები,
მთელ დღეს მოწყენილი ვარ,
ვერვის ვეთმაშები.
აღარ მინდა „სნიკერსი",
აღარც „ბატიბუტები",
მომიყვანეთ და-ძმები,
თორემ გაგებუტებით.
თუ გინდათ რომ მიყვარდეთ
ძალიან და ძალიან,
ან მიყიდეთ დაიკო,
ან მიყიდეთ ძამია!
მინაწერი „დედა-ენაზე"
იცი, ლელა, თვალებჭრელა,
ჩემო, ლელიკელა,
წიგნი არის ცოდნის დედა
ოკანის ხელა,
თუ ისწავლი ზღვას გასცურავ,
მთას გადივლი ხელად,
შენ იმედით შემოგყურებს
ნათესავი ყველა,
ჩაიხუტე გულში წიგნი
ქართული მზის ხელა
და სული მზით აგევსება,
ჩემო, ლელიკელა...
პირველკლასელის ჩანთა
პირველკლასელმა ბიჭმა
რომ მოიკიდა ჩანთა,
იმხელა იყო ჩანთა -
ბიჭუნა აგარ ჩანდა.