რევაზ თვარაძე
(წინასიტყვაობა წიგნისა ,,სიყვარულიდან სიყარულამდე", თბ. 1999)
ლექსთა ამ კრებულის ავტორი ერთი მათგანია, ვინც საკუთარ შემოქმედებას გარკვეულ რისკს უკავშირებს - მიუხედავად თავისი ქალური, ერთობ სათუთუ ბუნებისა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესდღეობით ერთგვარად სარისკოდ არის ქცეული უზაკველ კაცობრიულ გრძნობათა და ფიქრთა გამხელა: ლიტერატორებისა და მკითხველების ფსევდოელიტარულ, გარნა პოპულალურ წრეებში ამის გამო, შესაძლოა, დროის კალაპოტიდან ამოვარდნილ პოეტადაც დაგსახონ, ვითომ - რაღა დროს სიწრფელე და უშუალობააო.
არადა, სწორედ სისწრფელე და უშუალობაა შარლოტა კვანტალიანის, ვითარცა შემოქმედის, ერთი უმთავრესი თვისება, მომხიბლელობის სათავე. უკვე ესოდენ მოსანატრებელი სიწრფელე, უშუალობა და გაოცების პირველქმნილი უნარი და კიდევ - უნარი არსებობით მოგვრილი სიხარულის გამჟღავნებისა, ყოველდღიურით, თუნდაც წამიერ ტკბობისა, რაც ჩემდათავად ჭეშმარიტი კაცობის აუცილებელი ნიშანი მგონია.
რამეთუ კაცს, ადამიანს ალბათ ის უფრო მართებს, უფრო შეშვენის, რომ უარსაყოფად და მოსაძაფებლად კი არ დასახოს უფლის მშვენიერი ქმნილება – უთვალავ ფერად განფენილი სამყარო, ზიზღმორეულმა კი არ მოიძულოს კაცთა მოდგმა, არამედ სიყვარულით გულანთებულმა განვლოს ცხოვრების გზა და სხვათაც უშურველად უწილადოს სულის სინათლე.
ამიტომ არ არის, ,,სიყვარულიდან სიყვარულამდე” რომ ჰქვია ამ წიგნს.
რაღა თქმა უნდა, გულის შემძვრელი ნაღველიც იპოვება აქ, მარტოსულობის მომაშთობელი განცდაც, მიუწვდომელისთვის ოცნების ტრაგიზმიც, დროდადრო განწირულების კივილიც გამოისმის (,,ვინ არ იცის ცოდო’’, ან ვინ არ არის მარტო წუთისოფელში, მით უმეტეს – პოეტი!). მაგრამ ყოველსავე ამას სლევს განმართობელი ძალა სიყვარულისა.