შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე

არ ვიცრუოთ აროდეს,

გაჭირვებულს დავეხმაროთ,

მისკენ მიგვიხაროდეს,

 

სამშობლოსთვის ვილოცოთ და

შევიცოდოთ ობლები,

შევიყვაროთ მოყვასი და

დავაფასოთ მშობლები,

 

არ შეგვშურდეს მეგობრების,

მივუტვოთ ცოდვები,

არ დავჩაგროთ ჩვენზე სუსტი

და უთუოდ ვცხონდებით.

 

ვიყოთ სათნო, როგორც მტრედი,

ცით დაგვყურებს იესო,

ცოდვებს ნუ მოვინანებთ

ღმერთი გვაპატიებსო.

ბავშვები - ყოჩაღ, ყოჩაღ (უკრავენ ტაშს)

ბეღურა - ნინო და მაკა შეასრულებენ საახალწლო სიმღერას

"თეთრი ციდან ფიფქი ცვივა

გვირილების ხელაო...

აბა ტაში, ჩქარა ტაში,

აბა დელი დელაო...

ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს

წიფელა და თელაო,

ეს რა კარგი, რა ლამაზი

დილა გაგვითენდაო..."

(შესრულდება რამდენიმე ლექსი, სიმღერა და ცეკვა)

სანტა-კლაუსი - (შეამჩნევს საფრთხობელას) ეს გოგონა რატომ არაფერს ამბობს, ასე გაშეშებული რატომაა, ხომ არ შესცივდა.

კურდღელი - ეგ გოგონა არ არის. ეგ საფრთხობელაა, მაგრამ ძალიან კეთილია.

თაგვი - თუ ყველა ერთად ვინატრებთ და თუ უცხო კაცი საჩუქარს გაიმეტებს, გაცოცხლდება.

სანტა-კლაუსი - თქვენ ინატრეთ და საჩუქარი ჩემზე იყოს.

ბავშვები - (მღერიან ერთად) ყველამ ვინც კი დაგინახა მიგიჩნია მახლობელად, შენ ისეთი ოლამაზი ხარ როგოც ვარდი მართობელა, შენ ხარ ჩვენი მეგობარი, შენ არა ხარ საფრთხობელა.

სანტა-კლაუსი - (ამოიღებს ჩანთიდან ყვავილების გვირგვინს და დაადგამს საფრთხობელას, ჩამოსცვივდება ძონძები და ფიფქიას კაბით დაიწყებს ცეკვას)
 
გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები