ბებია და ბაბუა (იცინიან) - წაყევი, მურია, წაყევი (ფისო და მურია გადიან ერთად)
ბებია - (ეფერება საფრთხობელას) ეს რომ ცოცხალი გოგონა იყოს პირველ კლასში წავიდოდა წელს.
ბაბუა - ექვსი წლის წინ დავდგით პირველად.
ბებია - რამდენი ჩიტი მოფრინავდა, ჭიკჭიკისა და გალობის გაკვეთილები იმართებოდა მთელი დღე. მერცხალი (მოფრინდება და ჭიქჭიკს დაიწყებს)
ბაბუა - მერცხალო, მახარობელო, რომელ ქვეყანაში გამოიზამთრე?
მერცხალი - ინდოეთში. -იქ ერთი გოგონა ძალიან შემიყვარდა, მაგრამ მაინც არ დავრჩი. ჩემს ქვეყანას არაფერი მირჩევნია. "არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა".
ბებია - რა კარგი მერცხალი ხარ (გადიან ბებია და ბაბუა) (შემორბის რამდენიმე ბავშვი)
I გოგონა - მერცხალი მოფრენილა.
I ბიჭი - შაშვიც მოფრენილა, უსმინეთ, რა ტკბილად უსტვენს.
II გოგონა - ყველაფერი აყვავებულია, თითქოს საქორწილო კაბები ჩაიცვეს ხეებმა.
I გოგონა - რომ შეეძლოთ სიარულს დაიწყებდნენ, ჩვენსავით ირბენდნენ და ითამაშებდნენ...
II ბიჭი - არა, ხეები სულაც არ არის საჭირო რომ დარბოდნენ, ნეტავ ეს საფრთხობელა გაცოცხლდებოდეს, როგორ გაუხარდებათ მოხუცებს...
მერცხალი - ეს საფრთხობელა ისეთი კეთილია, რომ მთელი უბნის ჩიტები სულ მაგის მკლავებზე ვისვენებთ. ჯიბეში კი გამუდმებით უყრია ნამცეცები.
I ბავშვი - ალბათ, ბებია უყრის.
(შემორბის კურდღელი)
კურდღელი - როგორ მშია! საფრთხობელას ექნება რაიმე ჯიბეში. მას მუდამ აქვს სტაფილო და ქომბოსტო . (მიდის საფრთხობელასთან, ჯიბიდან სტაფილო მოაქვს)
II ბავშვი - საფრთხობელა ქი არა ჯადოსნური საწყობია. (შემორბის წრუწუნა)
წრუწუნა - მიშველეთ, ფისოს მოშივდა და მომსდევს. მიშველეთ, დამმალე. (ხან ერთს მიეფარება, ხან მეორეს, ბოლოს საფრთხობელასთან მივა. მისი კაბის ქვეშ შეძვრება.) (შემორბის ფისო)
ფისო - მიაუ. ჩემი ჰამბურგერი ხომ არ დაგინახავთ, აქეთ გამოიქცა.
კურდღელი - თუ გინდა სტაფილოს მოგიტეხავ.
ფისო - მოუსვი აქედან შე მშიშარა, ვაჟქაცები სტაფილოს არ მიირთმევენ. აი, წრუწუნა, ან ეს ახლად მოფენილი "ჩახორბილი" არ მაწყენდა.
მერცხალი - "დავჩეკე წვრილი ბართყები, დაიზრდებიან მალეო..." (შემოვა მურია)
მურია - ჰამ, ჰამ, ხელი არ ახლო მერცხალს. (აეფარა მერცხალს)
ფოსტალიონი - ხომ არ იცით სად არის მერცხალი?
მერცხალი - აქ ვარ. რა მოხდა?
ფოსთალიონი - ინდოეთიდან დეფეშა მოვიდა. "ძალიან მენათრემი ჩემო ჭიქჭიკა მეგობარო, მალე გესტუმრები, მელოდე."
მერცხალი - რა კარგია, ჩემი ინდირა ჩამოვა, ყველას გაგაცნობთ, ნახავთ, რა ქარგი გოგონაა.
ბიჭი - მოდით, სტუმრის ფათივსაცემად ქონცერტი მოვამზადოთ.
ყველამ - მოვამზადოთ, მოვამზადოთ.