შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე

კეთილი საფრთხობელა.

 

(ბებია და ბაბუა შემოდიან ოთახში. ბუხართან ძაღლი და კატა ჩაცუცქულან. კატა თაც გაჰკრავს ძაღლს, ძაღლი შეუღრენს და მეორე გვერდზე გადაბრუნდება).

ფისო - მიაუ, ხომ არ დაბერდი მურია, თატომ არ მეჩხუბები?

 მურია - მომბეზრდა შენთან ჩხუბი, სულერთია, მაინც ვერაფერს შეგაგნებინებს კაცი.

 ფისო - შენ კი ბუხართან ჯდომამ ისე გაგზარმაცა, რომ ყეფაც კი გეზარება.

 მურია - ჰამ, ჰამ, რას გადამეკიდე, სანამ არ გიკბენ ვერ მოისვენებ? (გაჰკრავს თათს) (შემოდიან ბებია და ბაბუა).

ბებია - თქვენ ისევ ჩხუბობთ? ფისო - სულ ამის ბრალია, კინაღამ კუდი მომაგლიჯა.

მურია - ჰამ, ჰამ, როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუება.

ბაბუა - ოო, ტყუილი არ შეიძლება "ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენ".

მურია - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, როგორც ამ ფისოს...

ფისო - წრუწნას გეფიცები, ერთი ტყუილიც არ მითქვამს. (გამოყოფს თავს წრუწუნა ბუხრის გვერდიდან).

წრუწუნა - როცა ტყუილს ამბობს, ყოველთვის მე მიფიცებს, რა ენაღვლება. აბა ერთი დედაჩემს ჰკითხოს!..

ფისო - შენც აქა ხარ ჩემი შიმშილის წამალო, ჩემო გემრიელო ბუტერბროდო. ნუ გეშინია ახლა პირშიც რომ ჩამიძვრე არ შეგჩამ, ბებიას იმხელა ყველი მოვპარე...

ბებია - (ბაბუას) ხომ გითხარი, არგასაციებელი შეჩამდა-მეთქი.

ბაბუა - რა ქნას, ეგეც ხომ ცოცხალი არსებაა.

ფისო - ყოჩაღ ბაბუა! მურია - მე არა ვარ ცოცხალი არსება? სულ მაგას ეფერებით. (გაიბუტა)

ბებია - არც შენ გაგლია ჩევენგან ფერება, (თავზე ხელს გადაუსვამს) (შემოდის გოგო და ბიჭი)

გოგონა - ბებია, დედამ გამოგვაბზავნა თუ შეიძლება ცოტა ხნით კატა გვათხოვეო.

ფისო - ერბო-კვერცხზე მეპათიჟებიან თუ დაბრაწულ წიწილზე?

ბიჭი - თაგვებმა შეგვაწუხეს.

ფისო - მე თაგვებს არ გეახლებით. (გადაბრუნდება)

წრუწუნა - დიახ, ამ სახლში თაგვებს არ ჭამენ, ჩვენ მეგობრები ვართ.

(ჩაჰკიდებენ ხელს მურია, ფისო და თაგვი) (ბებია და ბაბუა მღერიან):

ჩვენს სახლში ერთად ცხოვრობენ

თაგვი კატა და მურია,

ხედავთ რა დღეში არიან,

ხომ გესმით რა ხმაურია,

ერთი ჯამიდან ჭამენ და სვამენ, როდესაც წყურიათ,

არც ერთმანეთის მტრობა აქვთ არც ერთმანეთის შური აქვთ,

გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები