შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე

ქარი ფოთლებს, ყვითელ ფოთლებს

გაშლის, ფეხქვეშ გაგიგებს...

(მოფანტავენ ყვითელ ფოთლებს და ჩაივლიან)

(უბერავს ქარი. უფოთლო ტოტებს აქეთ-იქით არწევენ და საფრთხობელასთან მოგროვდებიან)

III ბიჭი - უუ, როგორ ცივა. ზამთარიც გვესტუმრა. რა კარგია თოვლი თუ მოვა.

III გოგონა - შენ რა გენაღვლება, თბილად გაცვია, აბა ერთი ამ საცოდავს შეხედე. (მოაფარებს საფრთხობელას მხრებზე...)

(შემოდის მერცხალი კოჭლობით)

მერცხალი - (მივა საფრთხობელასთან) მე შენს ჯიბეში მომიწევს გამოზამთრება. ვერ გავფრინდები თბილ ქვეყნებში. სესემ ქვა მესროლა და ფეხი მომტეხა. მერცხლებს მოკითხვა დავაბარე ინდოელ გოგონასთან...

 (შემოსკუპსკუპდება ბეღურა)

ბეღურა - არა უშავს მეგობარო, ჩვენ ბეღურები არასოდეს მივფრინავთ თბილ ქვეყნებში, საქართველოს ყინვაც გვეთბილება. თქვენც ხომ უნდა იცოდეთ, როგორია სამშობლოს ზამთარი...

მერცხალი - "ჩვეულება რჯულზე უმტკიცეა", თორემ არც ჩემი მოდგმა გადალახავდა ოკეანეს სამი-ოთხი თვისათვის, იმედი მაქვს, არც აქ გავიყინები, მითუმეტეს, ამ საფრთხობელას ისეთი თბილი გული აქვს. ნეტავ ადამიანი იყოს.

ბეღურა - მთელი ზამთარი მაგის ჯიბეში საჭმელიც არ ილევა. მთელი ჩემი ოჯახი მაგის იმედად ვართ. ნეტავ ნამდვილი გოგონა იყოს...

(შემოდიან ძაღლი და კატა)

ძაღლი - რას ამეკიდე. ისეთი ამინდია გარეთ ძაღლსაც გააგდებენ, მითუმეტეს კატას. შენ ბუხართან უნდა იკრუტუნო, მე რას დამდევ.

ფისო - უჩემოდ კისერს მოიტეხ. შენი გულკეთილობა დაგღუპავს. მოხუცები გასმევენ და გაჭმევენ, რაღას დაწანწალებ ქუჩაში.

ძაღლი - კი არ დავწანწალებ, დავსეირნობ. ბოსტანს ვათვალიერებ, ვდარაჯობ - მე სამსახურში ვარ.

(შეხედავს საფრთხობელას) მე მგონი, დროა, ეს სათრთხობელა სახლში წაიღოს ბებიამ, მაგრამ ისე დაბერდა სიარულიც უჭირს, ნეტავ გოგონად გადაიქცეოდეს და თავისით წამოვიდოდეს.

ფისო - გოგონებთან თამაში მეც მიყვარს, ნეტავ კალთაში ჩამისვამდეს. (შემოდის ფოსტალიონი) ფოსტალიონი - მერცხალი ხომ არ გინახავთ?

მერცხალი - აქა ვარ.

ფოსტალიონი - შენმა მეგობარმა ინდოელმა გოგონამ შემოგითვალა საშობაოდ ჩამოვალ და თან თოვლის ბაბუასაც წამოვიყვანო...

ფისო - რომელ თოვლის ბაბუას, სანტა კლაუსს? ფოსტალიონი - აქ არ წერია რომელ ბაბუას.

(შემოდის თაგვი)

თაგვი - საჩუქრებსაც მოგვიტანს?

ფოსტალიონი - რა თქმა უნდა. უსაჩუქროდ თოვლის ბაბუა ვის უნდა.

(კატა და თაგვი ხელს ჩაკიდებენ და მღერიან)

თაგვი და კატა -

"კატას ჰქვია ქეთ,

თაგვს კი - მაუსი

თოვლის ბაბუას კი სანტა-კლაუსი"...
 
გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები