შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე
ფისო - ვცხოვრობთ ტკბილად და თანხმობით,
 მურია - თუ ფისომ არ აურია.

წრუწუნა - ხელჩაკიდულნი ვმღერივართ: - სოცოხლე საამურია.

ბებია - წაყევი, ფისო წაყევი, თაგვებს თუ არ შეჩამ, დააფრთხობ მაინც.

ფისო - თუ მურია და წრუწუნა წამოვლენ, წავყვები. გოგონა - ჩვენ ჩვენი წრუწუნებიც გვყოფნის. თქვენი არ გვჭირდება.

 ბიჭი - ასეთი უცნაური სახლი არსად გვინახავს. წამოდი დაიკო. (გადიან) ბებია (ბაბუას) - ერთი შენი სათვალე მათხოვე.

ბაბუა (აძლევს სათვალეს) - რად გინდა სათვალე?

ბებია - კაბა უნდა შევკერო. ჩვენს საფრთხობელას შარშანდელი კაბით ხომ არ დავდგამთ ეზოში. ბაბუა - მთელი სოფელი ისედაც ჩვენზე ლაპარაკობს, შერეკილებს გვეძახიან. ელ კაბა რაღაზე გამოიგონე.

ბებია - ღმერთმა შვილი არ მოგვცა, კაბას რომ რომ ვკერავ, ასე მგონია ცოვხალ არსებას ვუკერავ და ბედნიერი ვარ.

ფისო - ბებია,საფრთხობელას თუ ლამაზ კაბას შეუკერავ, ჩიტები აღარ დაფრთხებიან.

მურია - ყველაზე მეტი ჩიტები ჩვენს ბოსტანში დაფრინავენ. ყველას ჩვენი საფრთხობელას ნახვა აინტერესებს. თაგვი - იმიტომ რომ ყველაზე ლამაზია.

(კედელთან მიგდებულია გოგონა-საფრთხობელა ჩამოფლეთილი კაბით, გაწუწული ნიღბიანი ბებია და ბაბუა გამოიყვანენ, კაბას დაუფერთხავენ. თმას დაუვარცხნიან. ახალ კაბას ჩააცმევენ, ყველანი მის გარშემო ტრუალებენ.)

ბაბუა - წავიდეთ ბოსტანში, თორემ ჩიტებმა და კურდღელებმა სულ გადაჭამეს, გაცალეს იქაურობა.

ფისო - ერთი ის ჩიტები დამაჭერინა. (მიუბრუნდა წრუწუნას) რაღაც ისე გემრიელად გამოიყურებე, გირჩევნია დედაშენთან წახვიდე, მიაუ. (თაგვი გაიქცა).

II მოქმედება.

(შემოდიან ბებია, ბაბუა, მურია,ფისო. ბაბუას საფრთხობელა მოაქვს, ბებია ხან კაბას უსწორებს, ხან თმას უვარცხნის, ბაღში რამდენიმე ხე დგას).

ბებია - აი, აქ დადგი.მურია - ჰამ, ჰამ, კარგია.

ფისო - საფრთხოლა და კარგი არ გამიგონია. საფრთხობელა ცუდი უნდა იყოს, რომ დააფრთხოს დაუპატიჟებელი სტუმრები.

მურია - მაშინ შენ უნდა დაგაყენო ამ ბოსტნში. ფისო - შენც გამოდგები. ასეთი საზიზღარი ხმა გაქვს და არც მზეთუნახავი მყავხარ.

ბაბუა - კარგი ფისო. სულ ვეღაცას დასცინი, ასე როგორ შეიძლება, "ნუ დასცინი სხვასაო, გადახდება თავსაო". ფისო - როგორ ჭკვიან ბაბუა ხარ. თანაც კეთილი. თქვენი ხათრით ხმას აღარ ამოვიღებ.

ბაბუა - (თავზე ხელს გადაუსვამს) გმადლობთ ფისო. ძალიან გთხონ აღარ გააბრაზო მურია, ხომ იცი ჩვენი ოჯახის დარაჯია.

მურია - ჩემი შიშით ცაში ფრინველი არ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა (თან გაიჯგიმება).

ფისო - აბა, საფრთხობელა რაღად გვინდა.

ბებია - ფისო, წადი, შენი მეგობარი გოგო-ბიჭები მოიყვანე საგაზაფხულო ზეიმი მოვაწყოთ.

მურია - მეც წავყები, თორემ ეგ ისეთი შარიანია, რომელიმე ძაღლი მართლა კუდს მოაგლეჯს და უკუდო ფისო რაღად გვინდა.
 
გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები