ფოსტალიონი - წავედი. მთელი უბნის გოგო-ბიჭებს ვეტყვი სტუმრების დასახვედრად მოემზადონ.
(გადის) (ყველანი გადიან. რჩება საფრთხობელა)
საფრთხობელა - ნეტავი როგორია სანტა-კლაუსი. ერთხელ მაინც მანახა. ნეტავ მეც ვიცოდე რამე ლექსი.
(ისმის ხმები. "ჩამოვიდნენ", "ჩამოვიდნენ".)
საფრთხობელა - მგონი აქეთ მოდიან. ნეტავ ჩემი არ შეეშინდეთ.
(გაშეშდა)
მერცხალი - (მოდის წინ, ხელი ჩაუკიდია ინდოელი გოგონასთვის და მოჰყავს. სანტა-კლაუსი კატას და წრუწუნას მოჰყავთ. ისინი ისევ მღერიან)
კატა და თაგვი: "
კატას ჰქვია ქეთ,
თაგვს კი - მაუსი,
თოვლის ბაბუას კი სანტა-კლაუსი".
მურია - გეყუფათ, მოასვენეთ სტუმრები!
სანტა-კლაუსი - ეს რა მშვენიერი ბაღი გქონიათ, სამოთხეს ჰგავს.
ინდოელი - ასეთი ქვეყნიდან მართლა გაუჭირდება კაცს გაფრენა. აღარ მიკვირს, მერცხალო, უკან რომ ბრუნდები ხოლმე.
მერცხალი - როგორ გამახარე მეგობარო, რომ შვილების ამბავიც რომ მაცნობე, ძალიან მადლობელი ვარ.
კურდღელი - თოვლის ბაბუა, სტაფილო ხომ არ წამოგიღია ჩემთვის.
სანტა-კლაუსი - რა თქმა უნდა წამოგიღე. ყველას მოგართვით საჩუქარი, მაგრამ ჯერ კონცერტი უნდა მოვისმინო.
ბეღურა - ამ ბაღს ყველაზე უკეთ მე ვიცნობ. ზამთარ-ზაფხული აქა ვარ. კონცერტსაც მე წავიყვან.
(გამოძვრება კატა)
კატა - ძვირფასო, მეც მოგეხმარები (ბეღურა გვერდზე გადახტება), მეც ამ ბაღის პატრონი ვარ.
ბეღურა - მომაშორეთ ეს ჩიტიჭამია...
წრუწუნა - და თაგვიჭამია.
ძაღლი - ჰამ, ჰამ, აქ მაინც ნუ აგვირევ, თორემ კუდით წაგათრევ სახლში.
კატა - კარგი, ბატონო: ყრუ ვარ, ბრმა ვარ, მუნჯი ვარ,
(აიფარებზე და ყურებზე ხელს)
ბეღურა - ვიწყებთ კონცერტს. ჩვენი სტუმარი ინდოელი გოგონა შეასრულებს ნაციონალურ ინდურ ცეკვას.
(ცეკვავს ინდოელი)
მერცხალი - ყოჭაღ, ყოჭაღ. (ყველანი ტაშს უკრავენ.)
ბეღურა - შობას რომ მოუხდება ისეთ ლექსს ვინ გვეტყვის?
ბიჭი - მე
(კითხულობს ლექსს)
დეკემბერში დაიბადა
ჩვენი მხსნელი მესია
და გვასწავლის იმ სიკეთეს
რაც ღმერთს დაუწესია,