შარლოტა კვანტალიანი - პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.

პოეზია
პროზა
წერილები

ნახატები


ბიბლიოგრაფია
მასზე

საფრთხობელა - ეჰ, რა ბედნიერები არიან, რომ ცოცხლები არიან. შეუძლიათ ირბინონ, იცინონ, იმღერონ და სკოლაში იარონ. ერთხელ მთვარემ მითხრა, თუ ყველა, ვინც შენ გიხნობს ერთად ინატრებს შენს გაცოცხლებას და სრულიად უცხო ადამიანი საჩუქარს მოგართმევს. აუცილებლად, გოგონად გადაიქცევიო...

(ქვითინებს)

ღამ-ღამობით ჩემს ლოყებზე

ცივი ცრემლი მოგორავს,

როგორ მინდა როგორ მინდა,

მეც რომ ვიყო გოგონა.

კეთილი ხარ საფრთხობელავ,

ხშირად მეუბნებიან,

როგორ მინდა მომეფერონ

ბაბუა და ბებია...

(ისმის ბავშვების ხმა. საფრთხობელა გაშეშდება. მისი კაბიდა გამოძვრება წრუწუნა)

წრუწუნა - ეს რა გავიგონე! თუ ყველა ერთად ინატრებთ გოგოდ გადავიქცევიო. აუცილებლად ვეტყვი ყველას, მაგრამ ეს საჩუქარი, უცხოელისგან, საიდან მოვიტანოთ? წავალ მურიას ცკითხავ, ჭკვიანი კაცია...

(გადის)

(გოგონა და ბიჭუნა აყვავილებული ტოტებით ჩაივლიან საფრთხობელას წინ)

გავიდა გაზაფხული... ლექსი გაზაფხულზე:

 

გაზაფხულო, გაზაფხულო,

რა კარგი ხარ, რა კარგი,

ყვავილებით მორთული,

მზის სხივებით ნაქარგი..."

(ჩაივლის "ზაფხული" ყვავილების თაიგულით)

ბავშვები (მღერიან)

"ზათხულია, ცხელა ცხელა,

ბუღი ასდის ქალაქს,

და დედიკომ ჩვენი გელა

წაიყვანა დალაქს,

მაკრატელი აღუღუნდა,

კრიჭი, კრიჭი, კრიჭი

და ხოტორა დაგვითრუნდა

თმაქოჩორა ბიჭი..."

(ვითომ გადაპარსავენ "გელა ბიჭს" თმას.)

(ჩაივლიან "შემოდგომის წარმომადგენლები. ხილით სავსე კალათბით, ჩურჩხელებით). (ლექსი ან სიმღერა შემოდგომაზე)

"შემოდგომას სულ პირველად

რუსთაველზე გაიგებ,

 
გვერდები : 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბიოგრაფია
ფოტო

ვიდეო
ამღერებული ლექსები

ბმულები


ავტორები