მერცხალი - გაცოცხლდა, გაცოცხლდა, რა დავარქვათ?
ბავშვები - ბელა, ბელა.
ცხოველები - გოგოდ იქცა ჩვენი ბელა, აღარ არის საფრთხობელა.
ბელა - დელი-დელა, დელი-დელა, აღარა ვარ საფრთხობელა
(შემოდის თაგვი. მოჰყავს ბებია და ბაბუა)
თაგუნა - აი ამ სასწაულზე გეუბნებოდით, კიდევ დამიგებთ ხაფანგებს?
ბებია - დღეიდან ხელს ვერავინ გახლებს!
კატა - ჩემს გარდა...(აბზეკს კუდს და თათს გაჰკრავს)
ბაბუა - რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, რამდენი წლის ნანატრი ოცნება აგვიხდა.
(ბელა ჩაეხუტება ბებოს და ბაბუას)
სანტა-კლაუსი - (არიგებს საჩუქრებს) თან იღინებს:
ღმერთმა მოგცეთ სიხარული
დღეები გასახარი,
კარზე ჩუმად მოგვდგომია
წელიწადი ახალი,
ეს ზღაპარი იყოს თქვენთვის
სიკეთის გკვეთილი,
ღმერთმა ყველას აგიხდინოთ
ოცნებები კეთილი!...
(დასასრული)